საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88149

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმძიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული მინდია მგელას ძე ლიქოკელი კარატის ჯვრის მთავარი ხუცესი იყო.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წელს დაპატიმრებული გადუა ჭინჭარაული ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი ჩეკას მიერ პროვოცირებულ ჩხუბში ჩაითრიეს და ხანჯლით მძიმე ჭრილობები მიაყენეს.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 4 აპრილს დუშეთში საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოზე გამოტანილი განაჩენით ალექსი გიორგის ძე არაბულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ მარტს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მოიწონა მიხეილ ლორის-მელიქოვის პროექტი დროებითი სათათბირო კომისიების შექმნის შესახებ. პროექტი იმპერიაში მდგომარეობის გაუმჯობესება-დაწყნარების მიზნით შეიქმნა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ქუთაისის სასამართლომ განიხილა პავლე ახალაიას საქმე და 8 თვით გამოსასწორებელ რაზმში გაამწესა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისამ, ივანე დიმიტრის ძე რატიშვილმა, ფიშერმა, ივანე იაგორის ძე ფითოევმა, ე. ვ. ჩემესოვმა, ივანე ნიკოლაის ძე სვეჩინმა,მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანისამ, ვ. მ. თამამშევმა, ქრისტოფერ გ. ხაჩატუროვმა და ივანე სტეფანეს ძე ბეზირგანოვმა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 24 ივნისს გიორგი ლიქოკელმა ხელი მოაწერა ამერიკის მთავრობის მიმართ დახმარების სათხოვნელად გასაგზავნ ხევსურების წერილს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ნებიერიძე შტრაიკბრეხერების წინააღმდეგ გაფიცვებში აქტიურად მონაწილეობდა.

1943

ტიპი: ნასამართლეობა

1943 წელს ინჟინერი ანდრო თოფაძე მოსახლეობაში სააგიტაციო პროპაგანდისტული საქმიანობისთვის ცეკის პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა, მიქაელ არამიანცმა, თამარ დავითის ასულმა გრუზინსკისამ, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისამ, ე. ი. მანთაშევმა და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვმა და პ. ა. ოპოჩინინმა უარი განაცხადეს ხმოსნად კენჭისყრაზე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 29 იანვარს სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისარმა ს. გოგლიძემ ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეთა საბრალდებლო დასკვნა დაამტკიცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საბჭომ ქალაქისთავ დავით არჩლის ძე ლორთქიფანიძეს დაავალა, პეტერბურგში გამგზავრებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე გამავალი რკინიგზის ქუთაისამდე გაგრძელების საკითხის მოსაგვარებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს: ი. ბ. გასპარიანცმა, ქ. ბარათაშვილისამ, ი. კ. თუმანიშვილისამ, ბ. დ. სტაროსელსკიმ, ს. ვ. ჩემესოვმა, ი. გ. ტერ-დავიდოვმა, მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა, ვ. მ. თამამშევმა და კლ. ვ. სერებრიაკოვისამ.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერაგულად მოკლეს დათვია ლიქოკელთან სტუმრად ასული კახელი ყაჩაღი ლევან სულხანიშვილი.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წელს სტეფანე ზაქრაძემ და სტეფანე ჯიქიძემ მჭედელი კრავჩენკო რკინიგზის საავადმყოფოს კიბეზე მოკლეს.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წელს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სიკვდილმისჯილმა დათვია ლიქოკელმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებს სასჯელის შემსუბუქების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. მას უარი უთხრეს.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 9 იანვარს ღერენა ლიქოკელმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ 1936 წელს საეკლესიო დღესასწაულების დროს ლიქოკელები აწყობდნენ შეხვედრებს, რომლებზეც ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის შესახებ მსჯელობდნენ.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ხევსურეთის აჯანყების საქმეში შალვა ქარუმიძის კვალს ეძებდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სკრაში, თავადაზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მამულში, ფილოქსერა აღმოაჩინეს. სოფელში ჩავიდნენ საზოგადოების კომიტეტის წევრები – უთნელიშვილი, მცხვეთაძე, გიორგიჟურული – და საქმის გასარკვევად აგრონომი ნ. ნ. სპეშნევი დაიბარეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 24 სექტემბერს გაზეთის „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე იაკობის ასულმა სააკოვისამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ დაწესებულებასა და კერძო პირს, რომლებმაც წერილითა და დეპეშით სამძიმარი გამოუცხადეს მეუღლის, იაკობ გიორგის ძე სააკოვის გარდაცვალების გამო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა კომისიის კრება, რომელსაც დავალებული ქალაქ თბილისის სკოლათა გამგე- კომიტეტის მუშაობის საქმის გამოძიება. კომისიაში მოწვეული იყვნენ კერძო ნაფიცი ვექილები: ლ. ი. შევალიე, ე. ვ. ჩემესოვი და ქალანთაროვი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის თებერვალში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე რკპ-ის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს ხელმძღვანელი იყო.