რეგისტრირებული ფაქტები89691
სორტირება თარიღი მზარდობით
1930
ტიპი: გარდაცვალება
1930 წლის 2 სექტემბერს კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი მელეტი იოანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.
1930
ტიპი: გარდაცვალება
1930 წლის 2 სექტემბერს სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი მელეტი (მელიტონ) ივანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის ოქტომბერში პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ შეიტყო მისი ავადმყოფობის ამბავი და სთხოვა, დეპეშით შეეტყობინებინა, თუ როგორ გრძნობდა თავს.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ თბილისის სამეურნეო შტაბის გადაწყვეტილებით სარეიდო ბრიგადებს უხელმძღვანელებდნენ მწერლები - დემნა შენგელაია, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და მხატვრები - იაკობ ნიკოლაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა მითითებები თბილისის სამწერლო ბრიგადების საქმიანობის შესახებ, რომელთაც პრესაში მხატვრულად უნდა გაეშუქებინათ ამხანაგ ლავრენტი ბერიას მიერ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი აღმშენებლობითი სამუშაოები.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ აბელ ენუქიძისთვის ეთხოვა დახმარება სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებაში.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მისწერა, რომ მან, თამარ იაშვილმა და შალვა აფხაიძემ მოსკოვის ვსესვიატსკოეს ეკლესიის ეზოში სულხან-საბა ორბელიანის საფლავი დიდხანს ეძებეს, მაგრამ მხოლოდ ის შეიტყვეს, რომ იქ 1905 წელს მიმდინარე გათხრების დროს ბევრი საფლავი განადგურდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მისწერა, რომ მოსკოვის ვსესვიატსკოეს ეკლესიის ეზოში სულხან-საბა ორბელიანის საფლავის ძებნისას მეფე ვახტანგ VI-ის ძის, ვახუშტი ბატონისშვილის საფლავი აღმოაჩინეს.
1930
ტიპი: გარდაცვალება
1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს ბესარიონ ივანეს ძე ყავრიშვილი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი იყო.

