რეგისტრირებული ფაქტები89691
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ და მიწათმოქმედების სახალხო კომისრად დანიშნეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მამია ორახელაშვილი განათლების სახალხო კომისარიატს ხელმძღვანელობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვალს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ თბილისიდან მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებას შეატყობინა, რომ რუსული მანეთის კურსი საქართველოში 50-60%-ით დაეცა.
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. ბალანჩივაძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს მამია ორახელაშვილი რევკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს კუკიის მთავარმმართებელთა სასაფლაოზე წირვის შემდეგ გადაიხადეს ამიერკავკასიის რკინიგზათა კონტროლიორის თანაშემწის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე გედევანოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა სოფელ ილემის მცხოვრებ ზურაბ გიორგის ძე მაჭავარიანის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა საერობო პოლიციის დარაჯის, მალჩენკოს სასიკვდილოდ დაჭრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აირჩიეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების კომისიის წევრები: ნოე რამიშვილი, დავით ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა ქალაქ თბილისის სამხედრო წესები და თბილისის კომენდანტად დაინიშნა გენერალი სტეფანე ახმეტელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე უკრაინის რადის წარმომადგენლად დაინიშნა იესე ბარათაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ინტერნაციონალური სამხედრო საბჭოს წევრებად აირჩიეს ნოე რამიშვილი და ვასილ კარგარეთელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ესტატე მაჩაბელი არ იყო ქართული ჯარის კომისარი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ბაქოში ვალოდია გოგუაძე შეიარაღებულ რაზმელებთან ერთად თავს დაესხა ქარხანა „პრომეთეს“, მეპატრონე და თანამშრომლები ტყვედ აიყვანა, დაზგებთან თავისი სპეციალისტები დააყენა და მთელი ღამე ყუმბარები ამზადებინა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს გურიაში ბომბების არალეგალურად დამზადებაში სპარსეთის რევოლუციის გმირი ვლადიმერ დუმბაძეც მონაწილეობდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906-1907 წლებში ვლასა მგელაძე გურიაში ბომბებს ამზადებდა და თბილისში გზავნიდა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის: რაჟდენ მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., ივანე მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., პავლე თევდორეს ძე სანაძე – 1 მან., ივანე სიმონის ძე ფანცულაია – 3 მან., ბესარიონ მაქსიმეს ძე ბექაია – 3 მან., ილიკო მიხეილის ძე დევიძე – 2 მან.
1840
ტიპი: ღონისძიება
13 აპრილს ანა ლისტერი და ანა უოკერი თბილისში ჩამოვიდნენ. მალევე გაიცნეს ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები. ეკატერინემ ისინი ზუგდიდში დაპატიჟა.
1858
ტიპი: ღონისძიება
ანა ლისტერის ტექსტებით შთაგონებული ალექსანდრე დიუმა 1858 წელს კავკასიისკენ გამოეშურა და აქ ორწლიანი მოგზაურობის შესახებ წიგნი გამოსცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ახალციხის მაზრის სოფ. დვირში ადგილობრივ მღვდელს მ. შუბლაძეს გახსნილი ჰქონდა სამრევლო სკოლა, რომელშიც 45 ბავშვი სწავლობდა. სკოლას საეპარქიო საბჭო უფასოდ უთმობდა სახელმძღვანელოებს, 1902 წელს კი ვეღარ დაეხმარა, ამიტომ მ. შუბლაძემ დახმარებისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა.

