რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება თარიღი მზარდობით
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი გიორგი ვასაძე ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 9-8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ვენედიქტე ბიბილეიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 8-7 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ამბროს რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 10-17 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ სერგო რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 12 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, 70 წლის მოხუცი ქალი მინა სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, 50 წლის ვერა სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში 7 დღე აშიმშილეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ვარლამ რამიშვილს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 10-8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი გოგიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მაქსიმე ფოცხიშვილი იყო 32 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, გრიგოლ ოკუჯავა იყო 29 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, თედო ხატიაშვილი, მიუხედავად საგარეჯოს ჩეკაში წამებისა, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ფოთის შავი ქვის საწარმოს მუშა გრ. ანჯაფარიძე
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, სტუდენტი ლორთქიფანიძე ქუთაისის ჩეკაში აწამეს, გვერდის ნეკნები ჩაუმტვრიეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს ფეხებით კიდებდნენ და თოფის ზუმპით სცემდნენ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ათანასე ჭანტურია ბათუმის ჩეკაში 13 დღე ბნელ სარდაფში, N1 საკანში, ჰყავდათ დამწყვდეული. გამომძიებელი – სინკინი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეზღვაური, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გუგუშვილი ქუთაისის ჩეკაში აწამეს, შიშველი ჩააგდეს განსაკუთრებულ საწამებელ ბნელ საკანში N10, სადაც ჭერიდან თოვლი და წვიმა ჩამოდიოდა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წელს სოციალ-დემოკრატი კირილე გოგვაძე დააპატიმრეს და ბათუმის ჩეკაში ცემით დაამტვრიეს. გარდაიცვალა ჩეკას სარდაფში.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მიხეილ ნოდია 28 დღე ბათუმის ჩეკას ბნელ საკანში იჯდა, რამდენიმე დღე აშიმშილეს, 7 დღე იჯდა ციხის მე-9 ერთეულში შიშველი და დილა-საღამოს ტანზე ცივ წყალს ასხამდნენ. გამომძიებელი – მინინი

