რეგისტრირებული ფაქტები86300
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, დავით ნახუცრიშვილი და პოლკოვნიკი ზაქარიაძე, ნაციონალურ საბჭოს შეუცვალეს სახელი და დაარქვეს საერთაშორისო ინტერნაციონალური საბჭო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მობილიზაციისათვის გამოიყო 2000 მანეთი, რომელიც გადაეცა ეროვნული საბჭოს წევრს ვლადიმერ ჯიბლაძეს დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ვლასა მგელაძე, სამსონ ფიცხალავა, პეტრე გელეიშვილი და ივანე გომართელი. მდივანი: კონსტანტინე ჯაფარიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის დადგენილებით ბათუმის დასაცავად და ჯარის ნაწილების მოსაბილიზებლად, დასავლეთ საქართველოში გაიგზავნენ რაფიელ ჩიხლაძე და გრიგოლ ურატაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ქარცივაძე და ისიდორე რამიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საფინანსო სექციის პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს კონსტანტინე კანდელაკი, ივანე ლორთქიფანიძე და რაჟდენ დათეშიძე. მათ სექციის გაძლიერება დაევალათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში დაესწრნენ ივანე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რაჟდენ დათეშიძე, კონსტანტინე კანდელაკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპასა და უკრაინაში გასაგზავნი დელეგაციისათვის ინსტრუქციის შედგენა დაევალა ნოე ჟორდანიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა საჯარო დელეგაციების გაგზავნის საჭიროება ევროპასა და უკრაინაში. ევროპის დელეგაცია დაკომპლექტდა შემდეგი წევრებით: გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, სვიმონ მდივანი. უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ იოსებ მაჭავარიანი და იოსებ სალაყაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, გერონტი ქიქოძე, ისიდორე რამიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე. მდივანი - დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვასო ქავჟარაძე, იოსებ გედევანიშვილი და სტეფანე ახმეტელაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი - დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ მელიტონ ემუხვარი, ნიკოლოზ მარღანია და ბესარიონ ცაგურია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 აგვისტოს თბილისში მთავარმართებლის, გრიგოლ გოლიცინის ჩამოსვლას ელოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს აბაშაში ელენე თოფურიძისა და ნატალია გაბუნია-ცაგარელის თაოსნობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა სამრევლო სკოლას შესწირეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 16 აგვისტოს სოფელ დიდ ჯიხაიშში გამართული სახალხო სეირნობის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე ივანე ნემსაძემ დამბაჩით კოსტა თეთეიშვილი დაჭრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პ. პოდგორნი საჩხერის ახალ ბოქაულად დაინიშნა.

