საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86477

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა ისაუბრა ფედერაციული წყობისთვის საჭირო პროცესების შესახებ. ცალკე ერთეულების დაარსება და მათი კავშირით ფედერაციული წყობის შექმნის იდეა შესაძლებლობის სიმცირის გამო მისთვის არარეალური იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ მხარი დაუჭირა ფედერაციულ წყობილებას, რადგან ამიერკავკასიის მთლიანობა მხოლოდ ამ პირობებში ესახებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: მიხეილ სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი გვაზავა, პეტრე მამრაძე; კრების მდივანი – ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აიჩიეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის კომისიის წევრები: აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, სერგო ჯაფარიძე, გრიგოლ რცხილაძე, შალვა მესხიშვილი, ვიქტორ თევზაია, ვლადიმერ გობეჩია, რაჟდენ არსენიძე და გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დავით ონიაშვილმა ისაუბრა ახალი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც სხვადასხვა ახალი პოლიტიკური გარემოების მხედველობაში მიღებითა და გათვალისწინებით, შეიმუშავებდა კონსტიტუციის პროექტს. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმნენ პეტრე ქავთარაძე და შალვა მესხიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრებას დაესწრო 31 წევრი და 26 კანდიდატი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა გამოთქვა აზრი, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს ლოიალური პოლიტიკა ოსმალეთის იმპერიისა და სამაჰმადიანო აღმოსავლეთის მიმართ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ერეკლე მეფის პოლიტიკის მემკვიდრე და შესაბამისად, რუსეთის მიმდევარი და მხარდამჭერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფო ერთეულების კულტურული და პოლიტიკური განსხვავებულობის გამო მათი საერთო კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა და საერთო გზით განვითარება შეუძლებელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიხეილ მაჩაბელმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა საკუთარი ქვეყნისათვის იმ მოწყობის ფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართველი ერის კულტურულ წინსვლას.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ კოტე ყიფიანის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძის ინიციატივით ორატორებისათვის სასაუბრო დროდ ათი წუთი განისაზღვრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილის განცხადებით გაიმართებოდა მხოლოდ სჯა-ბაასი კონსტიტუციის პროექტების შესახებ და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების ბათუმიდან დაბრუნებამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდა 21 წევრი და 24 კანდიდატი, მათ შორის: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა მუსულმანების პოზიციასთან დაკავშირებით, კავშირის წარმომადგენლებისთვის წევრობიდან უმტკივნეულოდ გასვლის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სეიმმა ამიერკავკასია ფედერალურ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა არც სეიმის უმრავლესობას და არც მთავრობის კომისიამ არ იცოდა სახელმწიფო წყობილების ამ პოლიტიკურ ფორმაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავკასიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ შექმნილი კომისია მთავრობის მთავრობის შემდეგი წევრებით უნდა დაკოპლექტებულიყო: აკაკი ჩხენკელი, სერგო ჯაფარიძე, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, ვლადიმერ გობეჩია, შალვა მესხიშვილი და თავად გრიგოლ რცხილაძე. წინადადება მიღებულ იქნა კომისიის მიერ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ. კომისიის პირველი განსახილველი საკითხი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების გამორკვევის საკითხი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ ამიერკავკასიის ერთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს ერთი მთლიანი, მჭიდროდ დასახლებული და ჩამოყალიბებული ტერიტორიული ერთეული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილის განცხადების შემდეგ კომისია შეთანხმდა, რომ ბაქოს გუბერნია აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნოდა, ხოლო ქუთაისის გუბერნია – საქართველოს ტერიტორიას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციით მოკრებილ ადამიანთა რიცხვი შეადგენდა 27 000-ს, ჯარის შესანახ ხარჯს გაიღებდა მთავრობა, ჯარისკაცის განსაზღვრული ანაზღაურება იქნებოდა 30-60 მანეთი, სახალხო მილიციაზე კი, არანაირი თანხა არ დაიხარჯებოდა, რადგან რაზმები ადგილობრივად იქნებოდნენ დაბანაკებულნი და სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნდებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში გავრცელდა აზრი, თითქოს ქართული ჯარი სხვა ერების ურთიერთშეტაკების მოსასპობად იგზავნება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმში შემავალ ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს თავიანთი მმართველობითი ორგანოები ექნებათ პარლამენტისა და მთავრობის სახით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამიერკავკასიის სეიმი ვერ გაამართლებდა მენშევიკების მოლოდინებს და ერები დაჩქარებით გადავიდოდნენ ეროვნული მთავრობების დაარსებაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.