რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე შეტანილი თანხა შეადგენდა 1888 მანეთსა და 10 კაპიკს. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ჯამში 561 მანეთი და 60 კაპიკი გაასესხა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ჯარიმის სახით 46 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 3 მანეთი და 66 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა ჭუჭყიანი ტანსაცმლით სკოლაში გამოცხადება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ დაბეჭდა.

