საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა 2 პედაგოგის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში ელიოზ ხუციშვილი გაეგზავნათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე როსტომაშვილის შვილების თხოვნა მამის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა ბრეთის სამკითხველოსთვის წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ბიძინა პირველმა ეგნატე გაბლიანთან ერთად ცხენით შემოიარა მულახის, მესტიის, ბეჩოს, ლატალის, ცხუმარისა და ეცერის თემები და ხალხს მოუწოდა, 1924 წლის 28 აგვისტოს, შუაღამეს, შეიარაღებულები გამოცხადებულიყვნენ ბალის ქედზე.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ივანე (ბიდი) წულეისკირი იყო 29 წლის,  ზუგდიდის მკვიდრი.

1924

ტიპი: ღონისძიება

ნესტორ გარდაფხაძე დაკავშირებული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაჯგუფებასთან და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სერიოზული დასაყრდენი ძალა იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა ალექსანდრე კოღუაშვილი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ალექსანდრე კოღუაშვილი ვანის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ დიხაშხოში აჯანყებულებთან შეტაკებისას ერმილე ძაგნიძე დაიღუპა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის პარტიული ინსტრუქტორი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის სოფლის მასწავლებელი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას ონიფანტე ეფრემიძე დაიღუპა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ონიფანტე ეფრემიძე იყო მიწის კომისიის წევრი ვანში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ საჭამიასერში აჯანყებულებმა გიორგი ზაქარეიშვილი მოკლეს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 29 აგვისტოს გიორგი ზაქარეიშვილი კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 29 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა მაქსიმე ქველიაშვილი. დაჭრილმა რამდენიმე დღით ტყეს შეაფარა თავი, მაგრამ უკან დახევისას აჯანყებულებმა მოკლეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

ვლადიმერ ივანეს ძე ახვლედიანი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის შეიარაღებულ აჯანყებაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიჭრა 43 წლის ლუკა ივანიასძე.

1924

ტიპი: თანამდებობა

ლუკა ივანიასძე 1924 წლის 30 აგვისტომდე სადგურ „რიონის” დარაჯად მუშაობდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჯავახოს მახლობლად აჯანყებულებთან შეტაკებისას ბესარიონ მეფარიშვილი დაიღუპა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 30 აგვისტომდე ბესარიონ მეფარიშვილი კომკავშირის წევრი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ პატრიკეთში აჯანყებულებთან შეტაკებისას კალისტრატე მაღლაფერიძე დაიღუპა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყებამ პავლე სვანიძეს ციხეში მოუსწრო და ბოლშევიკი ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების დროს კოწია სამყურაშვილი ამხანაგებთან და მოხუც მამასთან ერთად იბრძოდა. ორივე ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონში გაგზავნეს იმ საშინელ ვაგონებში, სადაც 200 სხვა ტყვესთან ერთად დახოცეს.