საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89225

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 28 მარტს თბილისის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში ხეჩატურ აბგარიანცის კონცერტი იყო დაგეგმილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ქართველ ებრაელთა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად მოსე დავარაშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას დაესწრო 30 წევრი და 19 კანდიდატი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ხაშურის მუშათა დეპუტატთა საბჭომ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ივანე ბასილაშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად შოთა გელოვანი და დავით კერესელიძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად დავით დვალი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ლანჩხუთის ქალაქის თვითმართელობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკოლოზ წილოსანი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს გორის საურთიერთო საზოგადოების კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს მუშათა დეპუტატობის საბჭომ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ვარლამ ვაჭრიძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს კინტრიშის უბნის მცხოვრებლების თხოვნით კომისარიატმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ხოჯა ცივაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც გიორგი ლასხიშვილი თავმჯდომარეობდა. ისაუბრეს ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა საქართველო-ოსმალეთის დაზავებაზე ისაუბრა. დელეგაციის ნაწილი მომხრე იყო დაზავებისა, ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ ეროვნულ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ნიკიტა თალაკვაძე აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სეიმის მხრიდან ადგილობრივი მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დაამტკიცა დღის წესრიგი: 1. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონების საბოლოო რედაქციები; 2. სამანდატო კომისიის მოხსენება და მთავრობის მიმართ დასმული შეკითხვების ხელახლა განხილვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამეურნეო სექციის წევრად დაინიშნა კონსტანტინე კანდელაკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საადგილმამულო კომისიის წევრები გახდნენ კონსტანტინე გვარჯალაძე და გრიგოლ რცხილაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკო ნიკოლაძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართელოს საზღვარი უნდა გასცდეს დარიალის ხეობას რკინიგზის მშენებლობის მიზნით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამხედრო სექციას განზრახული აქვს მაჰმადიან ქართველებს ყველა სკოლაში გადასცეს სტიპენდიები.