რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმზე ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა „პირველი ქვისთვის“ სასწავლებელს 100 000 მანეთი შესწირა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 2 მაისს შეიკრიბა კომისია, რომელმაც მიწათმოქმედების მინისტრ ა. ს. ერმოლოვს შუამდგომლობა სთხოვა ტექნიკური უნივერსიტეტის გასახსნელად. მას უნდა ჰქონოდა ორი განყოფილება – სასოფლო-სამეურნეო და სამთო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივნისს შალვა ზურაბის ძე ელიავა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 აგვისტოს მამია ორახელაშვილის მონაწილეობით გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე სომხებს ახალქალაქისა და ხრამის რაიონების დათმობის წინადადებაზე უარი უთხრეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივნისს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ სტალინის მონაწილეობით საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ სპეციალურად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესაგროვებლად დააარსა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ საადმინისტრაციო-სამნეო ნაწილის გამგე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძეს აკაკი წერეთელი დიდი ნდობით ეპყრობოდა.

