საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87220

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირს, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, ესწრებოდა თავადაზნაურობა, ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატებიული პარტიის წევრები.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს კრიმ-გირეი იყო მეფისნაცვლის თანაშემწე კავკასიაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, უნდა აერჩიათ თბილისის მეფისნაცვალთან და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად წარსაგზავნი დელეგაცია.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, თბილისის მეფისნაცვალთან და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ეწინააღმდეგებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისში თევდორე კიკვაძის მონაწილეობით ჩატარებული საგუბერნიო საერობო თათბირის ჩანაწერი არ მოეპოვებოდა, რადგან გენერალ ალიხანოვის შტაბის ქაღალდები ცენტრალურ არქივში არ ჰქონდათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე თევდორე კიკვაძესა და პარტიათა წარმომადგენლებს შორის გამართული პოლემიკა, რაც თბილისში მეფისნაცვალთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას ეხებოდა, სტენოგრაფიულად ოქმში შეიტანა თათბირის მდივანმა, იონა მეუნარგიამ.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გიორგი ზდანოვიჩი იყო ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე კამათი გაიმართა ფედერალისტთა ლიდერ ზდანოვიჩსა და სოციალ-დემოკრატ კიკვაძეს შორის, რომელსაც მეფისნაცვალთან მშვიდობიანი გზით საკითხთა მოგვარებისა არ სჯეროდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე ფედერალისტთა ცნობილმა ლიდერმა, გიორგი ზდანოვიჩმა მკაცრად გააკრიტიკა სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მეფისნაცვალთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნის წინაამღდეგი იყვნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისში საგუბერნიო საერობო თათბირზე უმრავლესობა თბილისში მეფისნაცვალთან და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას ემხრობოდა, სოციალ-დემოკრატები თევდორე კიკვაძის წინამძღოლობით წინააღმდეგნი იყვნენ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, თედო კიკვაძემ დააფიქსირა აზრი, რომ სოციალ-დემოკრატები მოლაპარაკებების წინააღმდეგნი იყვნენ და მხოლოდ იარაღით ხელში აპირებდნენ წასვლას მეფისნაცვლის სასახლის ასაღებად.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ოქტომბერში თედო კიკვაძე იყო გაზეთის „Возарождение“ კორექტორი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძე მდივნის თანამდებობაზე მიიწვიეს ახლადდაარსებულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში „სხივი“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოსულ გაზეთში „განთიადი“ დროებით თანამშრომლობდნენ ბოლშევიკები და მენშევიკები.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გაზეთის „განთიადი“ რედაქტორები, ბოლშევიკების მხრიდან, იყვნენ იოსებ ჯუღაშვილი და ფილიპე მახარაძე, ხოლო მენშევიკების მხრიდან − ნოე ჟორდანია და სიმონ ჯუღელი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს ავლაბარში საიდუმლო სტამბის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის „ელვა“ რედაქციას, სადაც იმყოფებოდნენ გაზეთის გამომცემელი ბოლშევიკები და მენშევიკები. რედაქციაში ამ დროს იმყოფებოდა თევდორე კიკვაძეც.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 15 აპრილს, როცა თბილისში თევდორე კიკვაძის ხელშეწყობით გამოდიოდა გაზეთი „ელვა“, ავლაბარში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო სტამბა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 აგვისტოს ამაიაკ ნაზარეტიანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ნ. აქირტავა აფხაზეთის რევკომის წევრი იყო.