რეგისტრირებული ფაქტები81522
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საბჭოს წევრად აირჩიეს გურგინბეგოვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საზოგადოების მდივანმა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვმა წაიკითხა საზოგადოების გასული წლის ანგარიში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 18 მაისს კოდორთან აფხაზებსა და ქართველებს შორის მომხადრი დაპირისპირების დროს პოდპოლკოვნიკი მიქელაძე მოუკლავთ.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. ფიცხელაური თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გ. გოჯიევი თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მ. შიუკოვი თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აზარია დიაროვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თევდორე გულისოვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ა. ცხვედაძე ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადებაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს თანხმობა განუცხადა ბლაღოჩინმა ნ. ხუციევმა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა განაცხადა, რომ რადგან ყრილობას სრული შემადგენლობით არ ესწრებოდნენ ბლაღოჩინები და დეპუტატები სასურველი იქნებოდა სხდომის სხვა დროისთვის გადადება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა სოლომონ ფირანოვის თავმჯდომარეობით.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა არცერთი დეპუტატის თხოვნა არ გაითვალისწინა, რომ განეხილათ სასწავლებლის სახლების გადაკეთების საკითხი.