რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის 7 ივნისს ბათუმში, „გოროდოკში“, დააპატიმრეს კოწია სულაქველიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნდა მოწოდება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს კომიტეტი“ (თავმჯდომარე ს. ე. მორისი) საქართველოში მოსკოვის წითელი არმიის შემოსევის შემდეგ დაარსდა, რათა საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მიეპყროთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განადგურებისთვის, ახლა აპირებენ კომიტეტის საზოგადოებად გადაქცევას და „საქართველოს მეგობრების“ დარქმევას.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელმა ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარიზში გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული ფირმისთვის ჭიათურის შავი ქვის საკონცესიოდ გაცემის შესახებ. შეერთებული შტატების ელჩმა დაუდასტურა, რომ ნოტა მიღებისთანავე გადაეგზავნა მის მთავრობას ვაშინგტონში.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდილ წერილში „პერსელის დელეგაცია, საქართველო და ინტერნაციონალი“ მოყვანილია ფრაგმენტები სოციალისტური ინტერნაციონალის მდივნის, ფრიდრიხ ადლერის წიგნაკიდან „ინგლისის დელეგაციის ანგარიშის შესახებ“, რომელშიც განიხილულია ევროპის სოციალისტური საზოგადოებრივი აზრის აღშფოთებას. წიგნის ნაწილი „იმპერიალიზმის გამართლება“ ეხება საქართველოს.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ივლისის ჟურნ. „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი ცნობით „ბელგია და საქართველო“, ბელგიის ახალი მთავრობის დეკლარაციის განხილვის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ემილ ვანდერველდემ განცხადებაში რუსეთის ცნობის შესაძლებლობის შესახებ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დროს არ დაივიწყებენ ინტერესებს რუსეთში (სამი მილიარდი ოქროს ფრანკი) და საქართველოს რესპუბლიკას, რომელსაც არ სურს სიკვდილი.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ივლისის ჟურნ. „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი ცნობით, უცხოეთში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა პიერ რენოდელის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს შესახებ საფრანგეთის დეპუტატთა პალატაში 29 იანვარს 1925 წ., ინგლისურად (საქართველოს ს.-დემ. მ. პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს გამოცემა) – „ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია საქართველოში“; ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად – „ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია და საქართველო“.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლის“ (N1) ცნობით, საქართველოდან ატყობინებენ, რომ მალე აპირებენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას, ბრალდებულთა რიცხვი 40-ს აღემატება. კოლია ქარცივაძეს, დამკომის ძველი შემადგენლობის (1922 წ.) თავმჯდომარეს, ერთხელ უკვე „მიუსაჯეს“ სამუდამო ციხე და და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ აჯანყების შემდეგ ისევ თბილისის ჩეკაში დააბრუნეს და ხელახლა ასამართლებენ.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი ცნობით, საქართველოდან ატყობინებდნენ, რომ მოკლე ხანში აპირებდნენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას. დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი და ანჯაფარიძე სრულიად დაავადმყოფებულნი არიან ნერვებით.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის პროცესის“ მიხედვით, „როსტაი“ ევროპის პრესას აუწყებდა, რომ ჩეკამ დაასრულა დამკომის წევრების საქმის „გამოძიება“, საქართველოდან კი ატყობინებდნენ, რომ მალე აპირებდნენ დამკომის (40-ზე მეტი) წევრების პროცესის გამართვას. დიდი უმრავლესობა ძველი პარტიული მოღვაწე იყო, მათ შორის: აფთონ წულაძე, კირილე ნინიძე, კოლია ქარცივაძე, დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, გიზო ანჯაფარიძე და სხვ.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული ,,მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გადამასახლებელი კომისიის” დადგენილებით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან 1925 წლის 4 ივლისისათვის „გაუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ გადასახლებულნი არიან საქართველოს ფარგლებიდან 3 წლის ვადით.

