რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ზესტაფონის ახლოს ღამის სამ საათზე ვაგონებში ჩამწყვდეულ ტუსაღებს ბატალიონის ჯარისკაცებმა ტყვიამფრქვევი დაუშინეს. დახოცილები ნიაღვრის თხრილებში ჩაყარეს და ისე მიატოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ მახლობელი სოფლების გლეხებმა დააყარეს მიწა უკვე გახრწნილ გვამებს, მათ შორის იყო იუსტინეს შარაშიძე გვამიც.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ჩეკამ შექმნა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიურო პროვოკატორ ცინცაძე-ლომთათიძის ხელმძღვანელობით.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძემ მოახერხა ჩეკას შექმნილ ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიუროში გაძვრომა ვითომ მეორე რაიონის წარმომადგენლად მათი საქმიანობის გასაგებად და დარწმუნდა მათ პროვოკატორობაში.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) განიხილეს საქართველოს თანამედროვე შინაური და საგარეო მდგომარეობა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდმა სახელმწიფოებმა იურიდიულად ცნეს საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა, ერთა ლიგა ყოველი ახალი წევრის მიღებას უნდა უმორჩილებდეს ამ უკანასკნელისგან რეალურ გარანტიას, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს აასრულებს. სომხეთის ლიგის წარმომადგენლის, ხატისიანის წინადადებით რეზოლუცია გავრცელდა სომხეთზეც.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ მის მაგივრად ვალერიან კუიბიშევი დაინიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ახალციხის სამაზრო კომიტეტის მდივანი იყო ალექსანდრე ცეხაძე, ხოლო მდივანი – სტეპანიანი.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კაიბოვი იყო ბაქოს საბჭოსთან არსებული დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე.

