საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე, ბაქოელი ქართველების მხრიდან, სვიმონ კვიტაშვილისა და სიო ჭანტურიშვილის წარდგენისა და დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს მიხეილ საყვარელიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართველ სტუდენტთა საერთო კრებას 117 სტუდენტი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ ეროვნულ ყრილობაზე მათ წარმომადგენლად კონსტანტინე გამსახურდია აირჩია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს ბაგრატ ვირსალაძემ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს თომა ჩიქვანაიამ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომაზე მეცხვარეობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს დარგად დაადგინეს. ხელს აწერს ალექსანდრე ჯავახიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს გორის ქართველ ვაჭართა და მრეწველთა კავშირმა გამოსცა მოწმობა, რომლის თანახმადაც ზაქარია ქიტიაშვილი არჩეული იყო ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატიულ და ეროვნულ-დემოკრატიულ სტუდენტურმა ფრაქციამ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ სტუდენტთა ორგანიზაციის კრებაზე არჩეული დელეგატები არ იყვნენ მთლიანი სტუდენტობის წარმომადგენლები, რადგან მათ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებსა და ეროვნულ-დემოკრატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ხელს აწერს მიხეილ ხერხეულიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს ზუგდიდის ვაჭარ-ხელოსანთა საზოგადოების გამოცემული მოწმობის თანახმად, ლავრენტი კვარაცხელია იყო არჩეული ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა კრასნოდარის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარე ბაგრატ ვირსალაძემ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი მისწერა კრასნოდარის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარე ბაგრატ ვირსალაძემ და აცნობა მათ ქალაქ კრასნოდარის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებიდან ინტერპარტიული საბჭოდან აღმასრულებელ კომიტეტზე წარმომადგენლის დასწრების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ფრანგ-ქართველთა კავშირმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს, ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად კანდიდატების წარდგენის აუცილებლობაზე. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს, სადავ აღნიშნავდა, რომ მისი მიზანია სტუდენტ-აგრონომთა სოფელთან დაახლოებისათვის ხელშეწყობა და გლეხური მეურნეობის შესწავლა. ასევე, მათი მოთხოვნა იყო ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის უფლება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ, ვ გოგიჩაიშვილმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ყრილობაზე დასწრების მოთხოვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასტუმროებისა და მორთული ოთახების საზოგადოების თავმჯდომარემ, სპირიდონ სხირტლაძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების საშუალების მიცემის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბერს წიგნების გამომცემელი ქართველთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჯაბადარმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის მიცემის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს თბილისის ქართველ სტუდენტთა სამედიცინო წრემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე ალექსანდრე ალექსიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს მომღერალ-მუსიკოსთა კავშირმა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ორი კანდიდატი წარუდგინა: იოსებ იმედაშვილი და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართული კოოპერატივების საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 მაისს საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლომონ მიქელაძემ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა 9 ივნისს ბანკის რწმუნებულთა წლიური შემაჯამებელი კრების მოწვევის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მაისს საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლომონ მიქელაძემ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა 9 ივნისს ბანკის რწმუნებულთა წლიური შემაჯამებელი კრების მოწვევის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ თავადაზნაურობამ თავისი ქონება გადასცა ეროვნულ საბჭოს, რის შემდეგაც რწმუნებულთა სია წარდგენილ იქნა საბჭოში, მაგრამ ეროვნული საბჭოს მხრიდან არავითარი განკარგულება არ მოსულა აღნიშნულის დასადასტურებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მაისს გამგეობის თავმჯდომარემ, ვ. გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა მაისის თვეში აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 მაისს საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლომონ მიქელაძემ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა მაისში აქციონერთა საერთო კრებაზე 1917 წლის ანგარიშის წარდგენის დამტკიცების თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 მაისს გამგეობის თავმჯდომარემ, ვ. გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა რუსეთ-ინგლისის ბანკიდან 1 მილიონის კრედიტის აღების თაობაზე.