საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი მისწერა ანა ჩრდილელმა თავისი ქალიშვილის მარიამ ჩრდილელის სწავლის მეორე ნაწილის დაფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, დიმიტრი ჩოლაყაშვილის მიერ შეძენილი ელექტროსადგურის ნასყიდობის და ქართლ-კახეთის თავადაზნაურობისათვის გადაცემის აქტები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის დამატებითი აქციების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის მიმოწერის დოკუმენტაცია 550000 მანეთის სესხად აღების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ჩოლოყაშილის, რაფიელ ყაზბეგის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, გიორგი ჟურულის, გაბრიელ თულაშვილისა და პარმენ გედევანიშვილის ხელწერილი 43000 მანეთის ღირებულების კახეთის რგინიგზის აქციების დროებით გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკისაგან შეძენილი „ატენის“ მამულის ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, თავადაზნაურობის მიერ დიმიტრი შერვაშიძისაგან მიწების ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, იოსებ შალიკაშვილის მემკვიდრეებისგან დაგირავებული მამულის გირავნობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის საბუთები, თავადაზნაურობის საზოგადოება „კახეთისა“ და გრიგოლ ფრიდონოვს შორის, საზოგადოება „კათეს“ ვალების გადახდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, გიროვნობის აქტი სესხის გარანტიად მიღებულ სვიმონ ხეთაგურის მამულზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, გიროვნობის აქტი სესხის გარანტიად მიღებულ ნიკოლოზ ციციშვილის მამულზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკის წერილი სამთო სამრეწველო საზოგადოების გელზენკირხენის და კავკასიის სამადნო ამხანაგობის შავი ქვის წარმოებათა შეძენის თაობაზე შეთანხმების პირობების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი და საქმის მწარმოებელი ირაკლი თაზიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოცემულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვას თან ერთვოდა ქონებათა სექციის კანცელარიის მოხელეთა და პენსიონერებთა სია: საადგილმამულო კომისიის ყოფილი მდივანი – დავით ვაჩნაძე; პენსიონრები: სოლომონ ჯავრიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი და ელენე მაღალაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს დაარსებამდე, შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველლობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.