საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მაქსიმე ფოცხიშვილი იყო 32 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, გრიგოლ ოკუჯავა იყო 29 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, თედო ხატიაშვილი, მიუხედავად საგარეჯოს ჩეკაში წამებისა, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვარლამა გელაშვილმა საქართველოს პოლიტსამმართველოს თავმჯდომარის სახელზე ციხეში დაწერა განცხადება, რომ სრულიად უდანაშაულო იყო და ტყუილ-უბრალოდ აწამა საგარეჯოს ჩეკამ. ამ ჩივილს მოჰყვა მისი დახვრეტა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) ცნობით, თედო ხატიაშვილმა საქართველოს პოლიტსამმართველოს თავმჯდომარის სახელზე ციხეში დაწერა განცხადება, რომ სრულიად უდანაშაულო იყო და ტყუილ-უბრალოდ აწამა საგარეჯოს ჩეკამ. ჩივილს მოჰყვა მისი დახვრეტა.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ფოთის შავი ქვის საწარმოს მუშა გრ. ანჯაფარიძე

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, სტუდენტი ლორთქიფანიძე ქუთაისის ჩეკაში აწამეს, გვერდის ნეკნები ჩაუმტვრიეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს ფეხებით კიდებდნენ და თოფის ზუმპით სცემდნენ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ათანასე ჭანტურია ბათუმის ჩეკაში 13 დღე ბნელ სარდაფში, N1 საკანში, ჰყავდათ დამწყვდეული. გამომძიებელი – სინკინი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეზღვაური, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გუგუშვილი ქუთაისის ჩეკაში აწამეს, შიშველი ჩააგდეს განსაკუთრებულ საწამებელ ბნელ საკანში N10, სადაც ჭერიდან თოვლი და წვიმა ჩამოდიოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წელს სოციალ-დემოკრატი კირილე გოგვაძე დააპატიმრეს და ბათუმის ჩეკაში ცემით დაამტვრიეს. გარდაიცვალა ჩეკას სარდაფში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მიხეილ ნოდია 28 დღე ბათუმის ჩეკას ბნელ საკანში იჯდა, რამდენიმე დღე აშიმშილეს, 7 დღე იჯდა ციხის მე-9 ერთეულში შიშველი და დილა-საღამოს ტანზე ცივ წყალს ასხამდნენ. გამომძიებელი – მინინი

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ნოე ჯაყელი ბათუმის ჩეკაში ციხის N1 ბნელ და ცივ ერთეულში იჯდა 22 დღე. გამომძიებელი – გვანცილაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს დაშნაკი მხიტარ ტერაბრამიანი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს დაშნაკი არამ სრაფიანცი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს სოციალ-ფედერალისტი ბაგრატ გაბუნია.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ბოჭორიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი შალვა ბურჯანაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი დიმიტრი გუბელაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი ერმილე გძელიძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი აკაკი თალაკვაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი გრიგოლ კვინიკაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი ვლადიმერ ლორთქიფანიძე უკანასკნელ ხანს გადაასახლეს.