საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88235

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს მამია ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სერგო ავალიანის საქმე გადაიდო სასამართლოში მოწმის, დ. კვიტაშვილის გამოუცხადებლობის გამო. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ სასამართლომ კვიტაშვილი დააჯარიმა და დაადგინა, მისი ძალით ჩამოყვანა საქმის განხილვის დროს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს ეფრემ ეშბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს სილიბისტრო თოდრია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს კ. მ. ცინცაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს გამართულ კრებაზე თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ხმოსანთა სიიდან ამოიღეს ორი კანდიდატი, მათ ნაცვლად კრებამ დაასახელა ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე და ივანე დავითის ძე სულხანიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს გამართულ კრებაზე თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ხმოსანთა სიიდან ამოიღეს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი და ტიგრან ამბარცუმის ძე ენფიანჯიანცი, რომელთაც უარი თქვეს ამ ნაწილში კენჭისყრაზე, რადგან მეორე საარჩევნო ნაწილში იყვნენ კანდიდატებად დასახელებული.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის გამგეობამ თეატრის ელექტრონით განათება გადაწყვიტა. ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მიტროფანე ლაღიძესთან, რომელსაც თავისი ყინულის ქარხანა და მაღაზია ელექტრონით ჰქონდა განათებული. ქარხანა თეატრთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ ელექტრონის მავთულების გაბმა დიდ ხარჯს არ მოითხოვდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 16 სექტემბერს ვანქის ტაძარში გადაიხადეს ქალაქის მოურავად ნამყოფი გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი. სიტყვა წარმოთქვა ეჩმიაძინის სომეხთა სასულიერო აკადემიის რექტორმა.