საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89225

1963

ტიპი: თანამდებობა

1963 წლიდან ირაკლი აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე იყო.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოქვეყნდა მამია ასათიანის ნოველა „მთის ლეგენდები”.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „გაზაფხული მოგვილოცეს”.

1963

ტიპი: ორგანიზაცია

1963 წელს ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბილიოთეკის ბილეთი (საშვი) ამავე წლის 16 ოქტომბერიდან 31 დეკემბერამდე.

1963

ტიპი: გარდაცვალება

ორდე დგებუაძე გარდაიცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1964

ტიპი: ორგანიზაცია

1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია. თუ ის იღებდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ელი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ იღებდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.

1964

ტიპი: თანამდებობა

1964 წელს ელენე მეტრეველი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა ზღაპარი-კომედია „შაითან-ხიხო”.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ძვლები და კლდეები“.

1964

ტიპი: ავტორობა

1964-1965 წლებში მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში წერდა ნაშრომს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წელს მიხეილ კვალიაშვილს თბილისის უნივერსიტეტმა ვარშავის ალმა-მატერში გაუგზავნა წიგნები, რომლებიც მას ნაშრომის დასაწერად სჭირდებოდა.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიღებული წიგნებიდან 7 ცალი ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.

1964

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1964 წელს ვლადიმერ ციბაძე ლუბლინში, ლიპოვას ქუჩა №18-ში, ცხოვრობდა.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წელს მიხეილ კვალიაშვილი კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო პოზნანის სამხედრო სანატორიუმში იწვა.

1964

ტიპი: თანამდებობა

1964 წელს გიორგი ჩიმაკაძე საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირის საზოგადოების წევრი იყო.

1964

ტიპი: თანამდებობა

1964 წელს ალ. ჟღენტი საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა კლავდია დევდარიანის ბიოგრაფიული რომანი „სიცოცხლე და უკვდავება”.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წლიდან სოლომონ ხუციშვილს ჰქონდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა მამია ასათიანის ნოველა „შიშველი ხმალი”.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა გიორგი ქავთარაძის წიგნი „ჯარისკაცის ჩანაწერები”.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 4 აპრილს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ ლადო ციბაძეს მეუღლე გარდაეცვალა და სამძიმრის წერილი მიეწერა.

1964

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1964 წლის 6 მაისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.