რეგისტრირებული ფაქტები88732
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყვიტეს ეროვნული საბჭოსთვის ავტომობილების შეძენის აუცილებლობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ ივანე მაჩაბელი, ივანე გომართელი, პარმენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა, პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: მემედ აბაშიძე, დავით ცერცვაძე, ივანე გომართელი, პარმენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, იუნუს წულუკიძე, კალისტრატე კობახიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სექციის თავმჯდომარის პირველ ამხანაგს, მემედ აბაშიძეს დაევალა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მართვა, მეორე ამხანაგს, ივანე გომართელს – კულტურული გადაწყვეტილებების მართვა და მესამე ამხანაგს, რომელსაც სამაჰმადიანო საქართველოს საზოგადოება დანიშნავდა, დაევალებოდა ეკომონიკური საკითხების მართვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ სამაჰმადიანო საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ყოველთვის უნდა ყოფილიყო თბილისში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში შედგა კრება, რომელსაც დაესწრენ: გიორგი გვაზავა, სერგო ჯაფარიძე, ვასილ დემიდოვი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე და სხვანი. კრებაზე შემუშავდა პროექტი თავადაზნაურობის მიერ ქართველი ერისთვის ქონების გადაცემის შესახებ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ლომთათიძეს, ლეონ ნათაძეს, გრიგოლ ნათაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს, გრიგოლ მაღალაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, გიორგი ლასხიშვილსა და კოტე მესხს ქართული უნივერსიტეტისა და ქართული გიმნაზიის დახმარების საკითხის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამხედრო გიმნაზიის (ყოფილი კადეტთა კორპუსის) წერილი სტიპენდიანტების, მიკლაშევსკისა და ბილევის უზრუნველყოფის შესახებ. კრებას ასევე ეუწყა, რომ ყოფილ კადეტთა კორპუსში ქართლ-კახეთის თავადაზნაურობამ დააარსა ორი სტიპენდია. კრების გადაწყვეტილებით, სტიპენდიების 1918 წლის მეორე ნახევარი შეიტანეს გიმნაზიის სალაროში, ხოლო სამხედრო გიმნაზიას ეცნობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ქონებათა სექციის გამგე – გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქალაქ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მოსამსახურეთათვის ხელფასის გაზრდის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს აზოვ-დონის ბანკის ცნობა 1918 წლის 1 აპრილიდან, კახეთის რკინიგზის აქციების დაგირავებით გამოტანილი სესხის 9%-მდე გაძვირების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის წერილი, ბანკის მოგებიდან გიმნაზიისთვის ოცდათორმეტი ათასი მანეთის სუბსიდიის დანიშვნის შესახებ. სექციამ დაადასტურა ეს დადგენილება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დადგინდა, რომ ქონების გადაცემა და მიღება უნდა მომზდარიყო ნუსხაზე ხელის მოწერით ჩამბარებლისა და მიმღების მიერ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბანკის რწმუნებულების არჩევა გადაიდოს მაისამდე და მანამდე გაუგრძელდათ ძველ რწმუნებულებს უფლებები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ომის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციების გაუქმების შემთხვევაში, მათი ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე აირჩიეს კომისია, რომელიც კახეთის რკინიგზის გამგეობის, ადმიანისტრაციასა და ცენტრალურ კომიტეტთან შეთანხმებით, შეიმუშავებდა პირობებს და დაამყარებს მშვიდობას ამ ორ ორგანოს შორის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა. სხდომაზე დადგინდა: 1. ქართულ უნივერსიტეტსა და ქართულ გიმნაზიას გაეწიოს ნივთიერი დახმარება ეროვნული საბჭოს სახსრებით; 2. გიმნაზიას შეუძლია ერთის მხრივ, სესხის აღებითა და მეორეს მხრივ, შემოსული სწავლის თანხებიდან ხარჯების დაფარვა; 3. ქართულ უნივერსიტეტს მიეცეს დახმარების სახით სუბსიდია 85 000 მანეთამდე ოდენობით; 4. არ გაიყიდოს გიმნაზიის კუთვნილებაში არსებული განის ქუჩაზე მდებარე სახლი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს ეთხოვა სასკოლო სექციისთვის ქართული გიმნაზიის, როგორც სამოსწავლო, ისე ნივთიერი (სამეურნეო) მდგომარეობის გაცნობა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება გიმნაზიის მოსაწესრიგებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებათა გამოძებნის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გამოითქვა აზრი კახეთის რკინიგზაზე ეროვნული საბჭოს მიერ დანიშნულ კომისრის აუცილებლობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე კახეთის რკინიგზის გამგეობას მგზავრობის ტარიფის გასაზრდელად პროცედურების შემუშავება დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს წინადადება კახეთიდან ღვინისა და შეშის გადმოზიდვის ნებართვის შესახებ, რის შემდეგაც აღმასრულებელ კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკითხის შუამდგომლობის მხარდაჭერა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე კახეთის რკინიგზის გამგეობას დაევალა შუამდგომლობა ამიერკავკაციის კომისარიატის წინაშე ხაზინიდან ფულადი დახმარების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს საკითხი კახეთის რკინიგზის აქციების გაყიდვის შესახებ, თუმცა საკითხი მაშინვე მოიხსნა და გამგეობას დაევალა რკინიგზის გაგრძელებისა და სხვა გზებთან შეერთების შესაძლებლობების საკითხების მოგვარება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის მიერ შედგენილი თავადაზნაურობის უძრავი მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ქართულ გიმნაზიას მიმდინარე ხარჯების გასასტუმრებლად გადაეცა ოცი ათასი მანეთი. ასევე, დახმარება გადაეცა ქართულ უნივერსიტეტსაც.

