საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88744

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს ზურნაბადის სადგურის მნიშვნელობის შესახებ და გამოითქვა აზრი სადგურის გადმოტანის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხში გარკვევა და მოხსენების წარმოდგენა დაევალა გიორგი ბაქრაძეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს რევაზ გაბაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დადგინდა წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სამი ათას ექვსასი მანეთის გადაცემის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს თბილისის მაზრის ყარაიზის რაიონში ანარქიული მოძრაობის შესახებ. კრების დადგენილებით, ქონებათა სექციას დაევალა აღნიშნული საკითხის გამორკვევა და ზომების მიღება სტაბილურობის დასამყარებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს ყოფილი ალავერდის სამთამადნეულო ქარხნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს გეურარხის მამულის შესახებ, რომელიც მუსულმანთა საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განისაზღრა მამულების მოურავის თანაშემწეს, ბაგრატიონ-დავითაშვილს დაენიშნოს ყოველთვიურად 500 მანეთი, ელექტრო სადგურის კანტორის გამგეს, დავითკიკნაძეს – 600 მანეთი, ქარვასლისა და სხვადასხვა შენობების მომწესრიგებელს, დიმიტრი ჭავჭავაზეს – 200 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობიდან გამგეების დანიშვნის საკითხი, რომლებსაც დაევალებოდათ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებისგან კომიტეტების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე; აფხაზთა სახლხო საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდრე შერვაშიძე; სტუმრები: მელიტონ ემუხვარი, ნიკოლოზ მარღანია, პოლკოვნიკი რაფაელ ჩხოტუა, ბესარიონ ცაგურია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და აფხაზდეთს შორის მომავალი დამოკიდებულების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა აღმასრულებელი კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. კერძოდ, განიხილებოდა პრეზიდიუმის, როგორც ორგანოს არსებობა, რომელიც საერთო უნდა ყოფილიყო როგორც საბჭოსთვის, ასევე აღმასრულებელი კომიტეტისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, მდივანი – პავლე საყვარელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოირკვა, რომ საფინანსო სექცია მხოლოდ თავადაზნაურთა ქონების მიღებაზე იყო ორიენტირებული და მას სხვა საშუალების გამოსაძებნად არ უზრუნია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ვაჭარ-მრეწველობის სექცია დაექვემდებარა სამეურნეო სექციას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრის, პავლე საყვარელიძის მოხსენება, რის შემდეგაც სამაჰმადიანო საქართველოს მიანიჭეს საკუთარი თვითმართველობა საშინაო საქმეებში, თუმცა ის საქართველოს განუყოფელ ნაწილად უნდა დარჩენილიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრის, პავლე საყვარელიძის მოხსენება. განიხილეს სამაჰმადიანო საქართველოს ფარგლებში სკოლების და სემინარიების არსებობის საკითხი და დაადგინეს, რომ იმ ოჯახებში, სადაც ქართულად საუბრობდნენ, სწავლება იქნებოდა ქართულ ენაზე და თათრული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებული, ხოლო სადაც თათრულად საუბრობენ, სწავლება იქნებოდა თათრულ ენაზე და ქართული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებულო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით, სამაჰმადიანო საქართველოს მცხოვრებთ თვითმართელობის მინიჭება ეცნობათ მოწოდებით, რომელიც ქართულ და თათრულ ენებზე იყო დაბეჭდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, პარმენ გოთუა, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ცერცვაძე, გიორგი გვაზავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა ბათუმის ოლქის საზღვრების დადგენისა და ქართველ მაჰმადიანთა კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პარმენ გოთუამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ აჭარას უნდა მიენიჭოს სრული თვითმართველობა, რადგან ქართველ მაჰმადიანებს აღარ ჰქონდეს შიში საქართველოში სოციალური რეფორმის გატარებისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქართველ მაჰმადიანთა ყრილობის მოწვევა მათი სულისკვეთების გამოსარკვევად აუცილებლობას წარმოადგენდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ მხარი დაუჭრა ქართველი მაჰმადიანების თვითმართველობის შექმნის იდეას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა დადებითად შეაფასა ქართველ მაჰმადიანებისთვის ადგილობრივი თვითმართველობის გადაცემის საკითხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქართველი მაჰმადიანებისათვის მოწოდების შედგენა უნდა დავალებოდათ ივანე გომართელს, მემედ აბაშიძეს, გრიგოლ ვეშაპელს და თავად, პავლე საყვარელიძეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ზემო აჭარაში საბჭოს სახელით უნდა გაგზავნილიყო დელეგაცია.