რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება თარიღი მზარდობით
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან. ის სტამბის საამქროს გამგედ გადაიყვანეს.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.
1935
ტიპი: ავტორობა
ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 23 დეკემბერს მშენებლობის საკითხებზე გამართულ პარტიულ თათბირს ესწრებოდნენ თბილისის სამშენებლო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, ინჟინერ-ტექნიკოსები და მუშა სტახანოველები – პარმენ წულუკიძე, ვ. ბაქრაძე, გერმან მგალობლიშვილი, ს. კუდრიავცევი, გ. არუთინოვი, გიორგი სტურუა, მ. გობეჩია, გიორგი ყურულაშვილი, ილუშინი, ბუდიკაშვილი, ავერბახი, მორეტი, კვინიხიძე, დაბროტინი, შენდეროვი, ოდიშარია, ეროგინი, ზავრიევი, მ. ნიორაძე და თევდორაძე.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს სამსონ ფირცხალავამ ელენე ტუსენ-შარაშიძეს ქრისტინე შარაშიძის წერილი გადაუთარგმნა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს საფრანგეთში მყოფ სამსონ ფირცხალავას შეატყობინეს ძმის, ნესტორ ფირცხალავას გარდაცვალების ამბავი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ელენე ტუსენ-შარაშიძეს უნდოდა შეესრულებინა დავით შარაშიძის ანდერძი და შვილები საფრანგეთიდან საქართველოში წაეყვანა.
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ნესტორ ფირცხალავა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრ სამსონ ფირცხალავას ძმა იყო.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1945 წლებში პაპუნა წერეთელი მუშაობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგედ.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1946 წლებში ალიო მირცხულავა შეთავსებით იყო ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი.

