საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 30 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, კორძაიასთვის გადაეცა, რომ ლიპარში მყოფი ქართველების წინააღმდეგ ბოლშევიკებმა სასამართლოში ბრალდებები არ წამოაყენეს, ამიტომ მათი გათავისუფლება გადაწყდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ესპანეთის ვიზა მიიღო, თუმცა ფრენა გადაიდო, რადგან ირაკლი ბაგრატიონი მიუნხენში მიდიოდა და ოქტომბერში იქნებოდა მადრიდში. აღნიშნული მიზეზით ამერიკელებთან დაგეგმილი მოლაპარაკებაც გადაიდო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ლიპარში მყოფი ქართველი ტყვეებიდან სამი რომში ჩაიყვანეს. მათ შორის იყო ვინმე მამალაძე.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონთან დაგეგმილი შეხვედრა მადრიდის ნაცვლად რომში შედგებოდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს 1949 წლის 12 ოქტომბრამდე გამოცემული გაზეთები, „პრავდა“ და „იზვესტია“ გაუგზავნა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950-1952 წლებში შალვა მაღლაკელიძე „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის დავალებით პაკისტანის ქალაქებში: კოჰატში, პეშავარსა და კარაჩში იმყოფებოდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს ივანე პაპასკირი იყო აფხაზური გამოცემის რედაქტორი.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ლ იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ევროპაში დაბრუნებას აპირებდა. სთხოვა, მისთვის საკორესპონდენტო ქაღალდები გაეგზავნა.

1950

ტიპი: მფლობელობა

1950 წელს გაიოზ მაღლაკელიძემ გერმანიაში მიწის ნაკვეთი ვალით შეიძინა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გიორგი ლეონიძემ სტალინური პრემია მიიღო სცენარ „ჯურღაის ფარის” დაწერისთვის.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა მოთხრობა „კარვალის ფოთები”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა რომანი „ხიმურის გზა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას ნარკვევი „გმირთა სოფელში”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას ლექსების წიგნი.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ავლაბრის სტამბა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს დაიდგა სურენ ავჩიანის პიესა „საიათნოვა“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის პოემა და ლექსები.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა სურენ ავჩიანის „საიათნოვა“.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს კარლო კალაძე იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი.

1950

ტიპი: ავტორობა

1950-1951 წლებში დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „პატარა მეთხილამურეები“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას პოემა „რუსთავი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ნიკოლოზ აგიაშვილის „დახვრეტილ ფრანგ კომუნისტთა წერილები“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ ტიპაჟის საკითხისათვის“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.