საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1887

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს სოციალ-დემოკრატმა მიხეილ ჩოდრიშვილმა თავის ბინაში გამართა სემინარიის მოსწავლეთა შეკრება, სადაც არალეგალური სტამბის მოწყობა გადაწყდა. მათ მიერ დაარსებულმა სტამბამ 1887 წლამდე იარსება.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში (1864-1874) ფარულად ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალ „სოვრემენიკს“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს სემინარისტმა დავით კეზელმა თბილისის სასულიერო სემინარიაში რევოლუციურ-დემოკრატიული წრე შექმნა.

1838

ტიპი: ღონისძიება

1838 წელს საეკლესიო უწყებამ იაკობ ზუბალაშვილისგან 1825 წელს ერევნის მოედნის ჩრდილო ნაწილში სასტუმროსთვის აგებული შენობა იყიდა და იქ თბილისის სასულიერო სემინარია მოაწყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტს ქუთაისში სომეხთა წმინდა გიორგის ეკლესიაში ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გრიგოლ სოლომონის ძე ბუტულაშვილი ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ზაქარია სოლომონის ძე ბუტულაშვილი ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ბუტულაშვილი ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ზაქარიას ასული ბუტულაშვილისა ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, რუბენ ივანეს ძე ბუტულაშვილი ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის ვაჟი იყო.

2000

ტიპი: განათლება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოლომონ დოდაშვილი, დანიელ ჭონქაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი და ბევრი სხვა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნიკოლაი ივანეს ძე ბუტულაშვილი ივანე სოლომონის ძე ბუტულაშვილის ვაჟი იყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, დავით დათაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მზრუნველი იყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, გიორგი საძაგლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მზრუნველის თანაშემწე იყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოფრომ მგალობლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებელში ქართულს ასწავლიდა.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, პ. ბურჯანაძე გორის სასულიერო სასწავლებელში მათემატიკას ასწავლიდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის სექტემბერში სოსო ჯუგაშვილმა სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავი“ ცნობით, ლოტბარი ს. გოგრიჭიძე, გორის სასულიერო სასწავლებელში გალობას ასწავლიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აპრილს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი ნაზარი ტრაგიკულად გარდაცვლილი მამა-შვილის, პარმენ ივანეს ძე და შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძეების სულის მოსახსენიებლად ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრა (გულიკო) ზურაბის ასული ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ (ვალოდია) ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სალომე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სენაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურაბ გუდუს ძე ბელქანია გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 27 მარტს დიდუბის ტაძარში ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.