საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წლიდან ილია კაჩმაზოვი იყო ჟურნალ „ფიდიოუგის“ პასუხისმგებელი მდივანი თბილისში.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის პიესა „მწვანე მეგობარი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის საბავშვო მოთხრობათა კრებული „გარდამავალი დროშა“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობები „ბელადის სამშობლო“, „დაბრუნდა“ და „სამგორი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის ზღაპარი „კაფანდარა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო ზღაპარი „ირმისა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ნინო დოლიძემ დაწერა მოთხრობა ახალშენზე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის მოთხრობების კრებული.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის ლექსების კრებული „ჩვენი ბუნება”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის „ყვავის საქართველო”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის პოემა „რას გადაურჩა თბილისი”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის ლირიკული ციკლი „ჰყვავის გურია”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის ლირიკული ციკლი „სიმღერა მკის დროს”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გიორგი შატბერაშვილის მოთხრობა „დილა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის „ახალი ლექსები”.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950-1955 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი მუშაობდა ჟურნალ „მნათობის” პროზის განყოფილების გამგედ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ჩიქოვანის პიესა „ორი ქოსატყუილა”.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა თედო სახოკიას „მოგზაურობანი − გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950-51 წლებში გამოქვეყნდა თედო სახოკიას პირველი ტომი კრებულისა „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 25 იანვარს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ირაკლი ბაგრატიონთან თანამშრომლობა არ გამოუვიდოდა, იგი კორესპონდენტის სტატუსით წავიდოდა სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, ავღანეთში ან სპარსეთში და მას გერმანიაში გაუგზავნიდა სტატიებისთვის საჭირო მასალებს.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 25 იანვარს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომის პაპთან მყოფი ლიბანის მთავრობის წარმომადგენელი ბეირუთში წასვლაში დაეხმარებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა შალვა მაღლაკელიძეს გაზეთ „ეხოს" ის ნომრები სთხოვა, რომლებშიც პრეტენდენტების შესახებ გაიოზ მაღლაკელიძის წერილები იბეჭდებოდა. მას სურდა, ჟურნალში ბაგრატიონებზეც გამოქვეყნებულიყო სტატია.