საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89102

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი სოლომონის ძე ჯავროვი პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიტრადიარა იოსების ასული ჯავროვისა პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის დედა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პეტრე სოლომონის ძე ჯავროვი მე-4 ქართული პოლკის ოფიცერი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ვარდენის ძე წერეთელმა და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერის ბიბლიოთეკას წიგნები, ინვენტარი და თანხა შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრაში მღვდელმა მიხეილ ვარძიელმა კერძო კათოლიკური სასულიერო სემინარია გახსნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 აგვისტოს თბილისის საზაფხულო თეატრში ფოტოგრაფი ა. მ. მიშონი მოძრავი სურათების, ანუ კინომატოგრაფიული ფილმების ჩვენებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქვიტირის ახალმა მამასახლისმა სულაკაძემ სოფელში სკოლის აგება გადაწყვიტა და ამისთვის საჭირო თანხების შეგროვებას შეუდგა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ბენიამინე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ინგლისში მარჯორი და ოლივერ უორდროპების ნაშრომი „წმინდა ნინოს ცხოვრება“ გამოიცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპი საქართველოს 1894 და 1896 წლებში ორჯერ ესტუმრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ბერტა კინსკი თბილისში მუსიკას ასწავლიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 აპრილს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ქუთაისელი ქალების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ბერტა კინსკი ენთუზიაზმით მონაწილეობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გამოქვეყნებულ „მემუარებში“ ბერტა კინსკიმ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მარკოზ დოლუხანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელი ოგურეცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე (ოქრო) ილიას ძე მაჩაბლის გარდაცვალების ნახევარ წლისთავთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 18 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი გიტოს ძე ცომაიას სახლში აბრეშუმი იყიდებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გასპარ ლიონოზოვმა პოლიციაში მოახლის, პრასკოვია ლოზაშვილის, დაკარგვის შესახებ განაცხადა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პეტრე კრაველოვს რკინიგზის სადგურზე მუშაობის დროს ფეხზე რკინა დაეცა და დაშავდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიას ბეკ-ჰუსეინ-ოღლის რკინიგზის სადგურზე ფეხი დაუცურდა და მკლავი მოსტყდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელი“ გიორგი იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყება.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ქალაქისთავის (თბილისის) მოადგილე იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 18 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხეჩო ანანოვი და ზალინოვი თოფების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქის ადგილების უკანონო მისაკუთრების ბრალდებით ივანე მერკუროვის და გიორგი ჩიტაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.