საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89548

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ლაღიძეს ხილეული წყლის გასაყიდად ქალაქის ბაღში მდებარე ჯიხურები იჯარით ჰქონდა აღებული.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ტერ-ვართანიანცმა ჩხუბის დროს ილია შიოშვილი მძიმედ დაჭრა.

1853

ტიპი: ღონისძიება

ანა დრანსე საქართველოში 1853 წელს კომერციული საქმიანობის წამოსაწყებად ჩამოვიდა.

1840

ტიპი: ღონისძიება

ენ ლისტერი საქართველოში მეგობარ ანა უოკერთან ერთად 1840 წლის თებერვალში ჩამოვიდა.

1811

ტიპი: ავტორობა

1811 წელს ფრედერიკა ფონ ფრაიგანგის პირველი წიგნი „წერილები კავკასიიდან და საქართველოდან“ იყო.

1790

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1790 წელს ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი ვენაში აფანასი კუდრიავსკისა და კატარინა კრიუნეს ოჯახში დაიბადა.

1811

ტიპი: ღონისძიება

1811 წელს ფრედერიკა ფონ ფრაიგანგი თბილისს ესტუმრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, დავით ხარაზოვი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პ. გურსკაიამ ითხოვა ნებართვა ყოველდღიური გაზეთის „ბატუმი“ გამოსაცემად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თ. ბარიატინსკისგან 500-მა გლეხმა მამულების საძოვრად დათმობა მოითხოვა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. მ. ბართაევი ერობის წარმომანდგენლად და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალიხანოვი ხორცის დუქნების ყოფილი გამგე და საკონდიტროს მეპატრონე იყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მარჯორი უორდროპი გამუდმებით აქვეყნებდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის ბოროტმოქმედებაზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876-1885 წლების თავგადასავალი ბერტა კინსკმა თავის მონოგრაფიაში „Es Lowos“ აღწერა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს კარლა სენერა აფხაზეთში იმყოფებოდა და დაწვრილებით აღწერა იქ მოგზაურობის საინტერესო დეტალები.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოქაული ავალიშვილი ცხინვალში დაჭრეს.

1857

ტიპი: ავტორობა

ანა ლისტერის მოგონებები პარიზში 1857 წელს გამოიცა.

1823

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1823 წლის წიგნის „ევროპელი ქალების საქართველოს“ ცნობოთ, ფრედერიკას ფრანგი მეუღლე ცნობილი მეცნიერი და დიპლომატი, ვილჰელმ ფონ ფრაიგანგი იყო.

1805

ტიპი: ღონისძიება

ანა ჰაფნერ-ფორნერისი (ევროპელ ქალთაგან პირველი) 1805 წელს თბილისში დასახლდა და აქაური ყოფა აღწერა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ანა ჰაფნერ-ფორნერისმა მოგზაურობა დაიწყო და მცირე ხნით თბილისშიც იმყოფებოდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცელში“ დესპინე დავითის ასული და ალექსი ნიკოლოზის ძე ფარსადანოვები შვილის, სერიოჟა ფარსადანოვის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. გადასვენება დიდუბის ეკლესიაში 26 აპრილს, დილის 10 საათზე, მიხაილოვის ქუჩა N 225-დან გაიმართებოდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილების“ წევრები იყვნენ: ვიქტორ გეევსკი, შერრერი, ზაქარია ჯორჯაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე ყორღანოვი და სხვები.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, შერრერი აკლიმატიზაციის ბაღის გამგებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი ბოტკინს სტუდენტებმა აკადემიის პროფესორებთან შეხვედრა და მათი შეხედულებების გაზიარება სთხოვეს, რაც არ გამოვიდა.