საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ჟურნალის რედაქცია მიმართავს თავის კორესპონდენტებს, რომ დროულად გაუგზავნონ ყოველკვირეული ინფორმაციები. მათ მხოლოდ გ. იაკობაშვილის ცნობები აქვთ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე საკუთარ ბინაში ჩერქეზიშვილის ქუჩის N 143-ში ნიკიტა შჩიკოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო, გვამი მიხეილის საავადმყოფოში გადააგზავნეს.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 5 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სასამართლოში დემეტრაშვილისა და მიხეილ ალშიბაიას საქმის განხლვა ჯერ არ იყო დამთავრებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ 1919 წლის 21 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ დაიწყო საომარი ოპერაციების წარმოება „ზანგი ბაზარის“ რაიონის მაჰმადიანთა წინააღმდეგ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იუწყება, რომ მალე გაიმართება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა საერთო კონფერენცია, რომელმაც მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრას სადავო საკითხები.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის მიერ შაქრის სპეკულაციისთვის პოლკოვნიკ ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძის, ვლადიმერ ეგნატეს ძე ნარსიას, ბორის ვლადიმერის ძე გორჩაკოვისა და ნიკოლოზ ივანეს ძე ბაქრაძის დააპატიმრების შესახებ წერდა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წელს მიხეილ ალშიბაიამ შალვა მაღლაკელიძეს უთხრა, რომ გრიგოლ ალშიბაიასა და მას იგი ბრალდებულად არასდროს დაუსახელებიათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი სწერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ და სთავაზობს, რომ სოხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევამდე ჩამოვიდნენ თბილისში საგანგებო თათბირზე მდგომარეობის განსახილველად და შეთანხმების პირობების გასარკვევად. ის მზად იყო მონაწილეობა მიეღო ამ მოლაპარაკებებში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ ეხმიანება აზიზ მექერის წიგნის გამოსვლას ბერნში. რეცენზიაში აღნიშნულია, რომ „რუსები ჩერქეზეთში" მაღალპოლიგრაფიული ფრანგულენოვანი გამოცემაა და იგი კავკასიისმცოდნეობის დიდი შენაძენია. მასში განხილულია კავკასიელ მთიელთა ცხოვრება რუსების გამოჩენამდე და მას შემდგომ (1760-1864 წწ).

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციამ ილია ანდრონიკაშვილის გარდაცვალების გამო სოფ. კარდენახიდან სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის სახელით კ. დარაშვილის სამგლოვიარო წერილი მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის 12 საათზე თბილისის ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში (ფრეილინის ქ. N 11) გაიმართებოდა თილო ფონ ვესტერნჰაგენის ლექცია. მოხსენება ომიანობის პირობებში ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის მნიშვნელობას ეხებოდა. ლექციას ერთვოდა ბუნდოვანი სურათები. მოხსენების დასრულების შემდეგ იქნებოდა დისკუსია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ფილიმონ ესტატეს ძე ნადარეიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ჯაბა გიორგის ძე მეძმარიაშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის პედაგოგ ელენე ბუტულოვს 1904-1910 წლებში ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის კერძო გიმნაზიაში პედაგოგად ნამსახური წლები პენსიის მისაღებად ჩაუთვალეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად კირილე ივანეს ძე არველაძე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ლუკიანე გიორგის ძე ხარაძე თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმში შეიპყრეს მიწათმოქმედების სამინისტროს მოლარის მძარცველი გრიგოლ ნიკოლოვი, რომელმაც დანაშაული აღიარა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ გერონტი ქიქოძის წიგნის „ეროვნული ენერგიის“ მიღების შესახებ წერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დაზარალებულთა და დაჭრილ-დახოცილთა ოჯახების დამხმარე კომისიის (წევრები: ს. დოლიძე, პ. ხურცილავა, ი. მამაცაშვილი, კ. მაჭარაძე, გ. ნინუა, ფ. ახობაძე) მოწოდება მოქალაქეებისადმი, მონაწილეობა მიეღოთ სასახლის ბაღში დაგეგმილ დიდ სეირნობაში ლატარია-ალეგრით გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ საგანგებო რაზმის მიერ შაქრისა და სხვა სანოვაგის გადამყიდველის – ალექსანდრე, იგივე სერაფიონ, კანჯარიას დაპატიმრების შესახებ წერდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში ტიმოთე პლეტურილის, სტეფანე ავაზნელის, სერგო გუდუმიძის, ვართან ავაზნელის, არტემ პაპიაშვილის, ივანე ტოტოშვილის, გიორგი კეკელაშვილის, გაბრო პაშიკოვის, ნიკოლოზ ჭელიძის, ევდოკია ჭელიძის, მარია კოკალაშვილი, ლუბა მჭედლიძის, ნიკოლოზ კამალოვის, ნინა ძიძიკაშვილის და მარია ბარმენაშვილის შემოწირულობა შევიდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი აპრილიდან 1-ლ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში გიორგი სომხიშვილის, სიმონ ბურლაკოვის, ალექსანდრე ფაშტას, გიორგი მამადაშვილის, ივანე კურატაშვილის, თომა გაგოშიძის, ნიკოლოზ კაზაკიშვილის, ალექსანდრე ჭელიძის, მიხა ფარსადანოვის, არშაკ ზულიევის, თედორე კიიკოვის, ლუკა ნიკოლაშვილის, ივანე მამადაშვილის, ისაკ კობიაშვილის და დავით მარიმინოვის შემოწირულობანი შევიდა.