საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89655

1994

ტიპი: ავტორობა

1994 წელს თბილისში პაატა ნაცვლიშვილის „საქართველოს მიწა“ დაიბეჭდა. წიგნის სათაური ალექსანდრე სულხანიშვილის ხელით იყო დაწერილი.

1994

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ბარამიძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1995

ტიპი: თანამდებობა

1995-2003 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო.

1995

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ხუციშვილი გარდაიცვალა 1995 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1995

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის მოთხრობის „გამხდარი ვარ?“ II ნაწილი.

1996

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი გაწერელია გარდაიცვალა 1996 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1997

ტიპი: ღონისძიება

1997 წელს ნოშრევან გალაშვილი საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

1997

ტიპი: თანამდებობა

1997 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.

1997

ტიპი: თანამდებობა

1997 წელს ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო.

1997

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე გომიაშვილი გარდაიცვალა 1997 წლის 13 მარტს თბილისში.

1997

ტიპი: გარდაცვალება

ლავრენტი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1997 წლის 16 აგვისტოს.

1998

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1998 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს შალვა დადიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1998

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი ნატროშვილი გარდაიცვალა 1998 წლის 21 ივნისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1999

ტიპი: ღონისძიება

1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1999

ტიპი: ღონისძიება

1999 წელს კლავდია დევდარიანი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იოსებ ჯუგაშვილი ცდილობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში არალეგალური წრეები შეექმნა.

2000

ტიპი: ავტორობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, საქართველოში მარქსისტული იდეების გავრცელებაში დიდი როლი შეასრულა ცნობილმა ქართველმა მწერალმა ეგნატე ნინოშვილმა.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის ტერორისტული აქტის შემდეგ გაძლიერდა რეპრესიები თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს ცნობილი სოციალ-დემოკრატი მიხა ცხაკაია სასწავლებლიდან გარიცხეს.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში (1864-1874) ფარულად ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალ „სოვრემენიკს“.

2000

ტიპი: განათლება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოლომონ დოდაშვილი, დანიელ ჭონქაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი და ბევრი სხვა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, დავით დათაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მზრუნველი იყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, გიორგი საძაგლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მზრუნველის თანაშემწე იყო.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოფრომ მგალობლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებელში ქართულს ასწავლიდა.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, პ. ბურჯანაძე გორის სასულიერო სასწავლებელში მათემატიკას ასწავლიდა.