საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89710

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, დათიკო სიხარულიძე იყო 25 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს დათიკო სიხარულიძე დააპატიმრეს და 45 დღე სოხუმის ჩეკას კარცერში ჰყავდათ, აქედან 15 დღე – სიბნელეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს იორდანე ლომინაძე დააპატიმრეს და სოხუმის ჩეკაში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, იორდანე ლომინაძე იყო 34 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატი.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ცნობით მაქსიმე ფოცხიშვილი იყო 32 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 29 მარტს მაქსიმე ფოცხიშვილი დააპატიმრეს და დაამწყვდიეს სოხუმის ჩეკას ცინკით ამოჭედილ პატარა საკანში, რომელშიც მიუშვეს წყალი და იქ ჰყავდათ რამდენიმე დღე, შემდეგ გამოიყვანეს და სცემეს.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, გრიგოლ ოკუჯავა იყო 29 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი მჭედლიშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი ინწკირველი. მასთან ერთად დახვრიტეს 4 პირი, რომელთა ვინაობა უცნობია.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 14 ივლისს, ღამით, ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა ახალგაზრდა გლეხი, რაჭველი მეპურე, ყოფილი გვარდიელი ვარლამა გელაშვილი.