რეგისტრირებული ფაქტები90612
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ პირველი ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ ორი ფილოსოფოსის აზრს ქალაქ გორზე, ასევე მივიღოთ ინფორმაცია გორის ახალი სამმართველოს შენობის, გორელი მოვაჭრეებისა და იმერელი ხაბაზების შესახებ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში - ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 17 აპრილს გენერალ-ადიუტანტ ლევან მელიქიშვილის სარდლობით ჯარი დაიძრა ზაიმის ბანაკიდან და სოფელ ვარიკელს მივიდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 19 აპრილს ქართველთა ბანაკიდან პოლკოვნიკ მაკაევის ხელმძღვანელობით ზაიმისკენ დაიძრა ყაზახების 300-კაციანი ჯარი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ათონის მთიდან დაბრუნდა ქართველი ბერი, ბენედიქტე, რომელმაც თან ჩამოიტანა ეტრატზე ნაწერი წიგნი, ოთხი სახარების შესახებ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 აპრილს ოზურგეთიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ივანე ოკლობჟიომ დაიპყრო ოსმალთა ჯარის სადგომი მუხაესტატე, მაგრამ ოსმალები ცეცხლს მაინც არ წყვეტდნენ, ქართველი ჯარისკაცები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საგარეჯოდან მიიღეს წერილი, რომ სოფელი უხვ მოსავალს ელოდებოდა, რაც მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ არეული ამინდების გამო მოსახლეობა დასნეულებულა და დღეში ორი ადამიანი აკლდებოდა სოფელს. მათივე ცნობით, სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და საჭირო წამლის შოვნაც შეუძლებელი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ „სასოფლო გაზეთის“ ინფორმაციით ქალაქ თელავში 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. იანვარსა და თებერვალში 340 ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობა კი არც დაინტერესებულა გარდაცვალების მიზეზი გამოეკვლია.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაესწრნენ გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალის“ მეორე წარმოდგენას და აღფრთოვანებულები დარჩნენ ვასილ აბაშიძის, ელენე ყიფიანისა და კონსტანტინე ყიფიანის მიერ შესრულებული როლებით.

