საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ელ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ცუდი კლიმატის გამო პაკისტანში ცხოვრება და საქმიანობა ძალიან უჭირდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 29 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანის ჰავას ვერ შეეგუა და სმენის პრობლემა შეექმნა. იგი ვიზის საკითხის მოგვარებას ცდილობდა, რათა დროულად წასულიყო სხვა ქვეყანაში.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 8 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სმენა დაუბრუნდა. სთხოვა, რუპოლდინგში სახლი არ გაეყიდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანიდან მისწერა, რომ მისი კორესპონდენტობის ქაღალდები შეენახა, რადგან ენრიკო ინსაბატოსთან შეთანხმების შემდეგ აცნობებდა საბუთები მისთვის კოჰატში უნდა გადაეგზავნა, თუ რომში.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე და გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 11 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ვამეხ მაღლაკელიძისთვის ნათლობის სახელად ერთ-ერთი პაპის სახელი შეერჩია და მისთვის ნიკოლოზი ან შალვა დაერქმია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისთვის ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფიული ცნობები გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ამერიკულ კომიტეტთან საქმე მალე დასრულდებოდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და მისწერა, რომ იტალიაში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა. სთხოვა, მისთვის საკორესპონდენტო ბარათები გაეგზავნა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ენრიკო ინსაბატო დაეხმარებოდა, იგი ორ თვეში ევროპაში იქნებოდა.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის იანვარში დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს აპრილის შუა რიცხვებისათვის უნდა დაემთავრებინა 1950 წლის ნოემბერში დაწყებული, მუზეუმის ძველ ხელნაწერთა წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის გზამკვლევის შედგენა.

1951

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1951 წლის სამუშაო გეგმის ანგარიშის მიხედვით, მან H ფონდის მეექვსე ტომისათვის მასალის მომზადებისას 84 ხელნაწერი აღწერა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს რენე შმერლინგმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გიორგი ლეონიძეს სტალინური პრემია მიენიჭა პოემებისთვის „ბერშოულა” და „ფორთოხალა”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა დავით გაჩეჩილაძის საბავშვო მოთხრობა „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს სოხუმის სახელმწიფო თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „ავლაბრის სტამბა”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს სურენ ავჩიანმა ქართულად თარგმნა შირვან ზადეს „ქაოსი“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა სურენ ავჩიანის კრებული „ქართველი ისტორიკოსები, მეცნიერები, მწერლები და ხელოვანნი სომხეთისა და საქართველოს შესახებ“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა სურენ ავჩიანის სომხურად ნათარგმნი ი. ლისაშვილის „კეცხოველი“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ლავროსი კალანდაძის თარგმანი გერცენის „ნაწყვეტები წარსული ფიქრებიდან“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „შორს ოკეანის გადაღმა“.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ანასტასია აგლაძე იყო ჟურნალისტი გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას „სამშობლოს ჰიმნი“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ნიკოლოზ აგიაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „დონ კიხოტი“ ორ ტომად და პავლენკოს „ბედნიერება“.