საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90205

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილი მეორედ დაატუსაღეს გოგიტა ფაღავასთან ერთად და ჩეკამ მას ხუთი წლით ცივ გუბერნიებში გადასახლება მიუსაჯა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილს აჯანყებამ ისევ ციხეში მიუსწრო და ჩეკამ სხვებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგის მე-3 კურსის სტუდენტი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო რკინიგზელი მუშის, ძველი სოციალ-დემოკრატის ერთადერთი შვილი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო ახალგაზრდა მარქსიტთა ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი, მომზადებული მუშაკი, კარგად ცნობილი თბილისის ახალგაზრდობაში, პირველი რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი.