საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90227

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის შემოდგომის ბოლოს იუსტინე (ნიკო) შარაშიძეს ატუსაღებენ და საშინლად აწამებენ გატეხის მიზნით, მაგრამ მტკიცედ ხვდება ჩეკას ჯალათებს. წამებიდან რომ არაფერი გამოუვიდათ, 3 თვე საკანში ჰყავდათ პროვოკატორ სომეხთან ერთად, რომელიც ცდილობდა, რამე დაეტყუა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კარგა ხანი ჰყავდათ ჩეკაში, ბოლოს დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი – მეტეხში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ამხანაგებთან ერთად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, შემდეგ – ჭიათურაში.