საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90438

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს სომხეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გასამართლებული დაშნაკი არტაშეს სტეფანიანი გადაასახლეს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წელს ჩეკისტებმა პეტრე დოლიძე თბილისში რამდენჯერმე დაატუსაღეს, ერთხელ გაქცევაც მოახერხა, მეორედ რამდენიმე თვე იჯდა თბილისის ჩეკაში, საიდანაც საშინელი წამების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ გურიაში დაბრუნება აუკრძალეს. ბათუმში წავიდა და იქ განაგრძო მუშაობა.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ალექსანდრე დოლიძე იყო ფერშალი, სოციალ-დემოკრატი, აღმოსავლეთ გურიაში კარგად ცნობილი, როგორც არალეგალურად მომუშავე.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“(N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა და მალე ახალგაზრდა მარქისისტთა თბილისის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აჯანყებამდე ერთი თვით ადრე დაატუსაღეს და აჯანყების დღეებში მოკლეს.

2026

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაში (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) მონაწილეობდნენ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია საქართველო, სომხეთი, უნგრეთი, ჰაიტი და სხვ.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს მძიმე ავადმყოფი ნოე ხომერიკი ადმინისტრაციული წესით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

2026

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა ვალიკო ჯუღელის კერძო წერილი მეგობრისადმი, გამოგზავნილი 1923 წლის 23 აგვისტოს საფრანგეთიდან.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: კალისტრატე სალარიძე, ილიკო ჯაფარიძე, არტემ სამყურაშვილი, პორფილე სამყურაშვილი, რომელიც ნიკოლოზის დროს 5 წლით ციმბირში იყო გადასახლებული, და სხვ

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: არჩილ კაპანაძე, ლადო ციმაკურიძე, დათიკო ქურციკიძე, კოწია კაკოიშვილი და სხვ.

2026

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, დუმის თავმჯდომარემ, ხომიაკოვმა ხომიაკოვმა ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობაზე შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მას დართული ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის ცნობა, რომ ხომერიკი ათ წელზე მეტი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მისი ლიდერი და რევოლუციური საქმეების სულისჩამდგმელი იყო.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მიწის მუშები, უპარტიონი: ვლადიმერ ლილუაშვილი, ვლადიმერ დათიაშვილი, კოწია მიქაბერიძე, ლავრენტი მიქაძე, ლავრენტი კვინიხიძე, მიხა ცქიფურიშვილი.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

2027

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.