რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის შემოდგომაზე გიორგი კვინიტაძე გადადგა მთავარსარდლისა და სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა დარჩა სკოლაში ტაქტიკის და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის შემოდგომის გამოსაშვებ საღამოზე იუნკრებმა გიორგი კვინიტაძეს ოქროთი მოჭედილი ხანჯალი მიართვეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის საქართველოზე თავდასხმისას გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 თებერვალს მთავარსარდლად დანიშვნისთანავე გიორგი კვინიტაძემ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და სამხედრო სკოლის იუნკრები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რომ სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა ვერ შეძლო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22-23 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ, მოწინააღმდეგის დიდმა რიცხობრივმა უპირატესობამ და რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე აიძულა თბილისი დაეტოვებინა და თავდაცვის ზღუდე უფრო ხელსაყრელ მდებარეობაზე მოეწყო, რაც ვერ მოხერხდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან გიორგი კვინიტაძე მთავრობის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებსა და შვილების ძიძასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ – საბერძნეთში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 ივლისს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისადა სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი კვინიტაძე 1917 წლის 27 სექტემბერს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი კვინიტაძე 1915 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი კვინიტაძე 1907 წელს წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისადა სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
2008
ტიპი: ღონისძიება
2008 წლის 16 აპრილს ქართულ არმიაში დაწესდა გიორგი კვინიტაძის სახელობის მედალი „გენერალი კვინიტაძე“.
2008
ტიპი: ღონისძიება
2008 წლის 16 აპრილს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა.
2013
ტიპი: ღონისძიება
2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გენერალ კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2021
ტიპი: ღონისძიება
2021 წლის 22 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სრული მხედრული პატივით დაკრძალეს თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.
1870
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წლის 6 მაისს, გორის მაზრის სოფელ სასირეთში.

