საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81648

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 30 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 18 საათსა და 50 წუთზე იგი მიუნხენიდან ბერლინში მიემგზავრებოდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 20 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ბერლინში დავით ვაჩნაძეს შეხვდა. 21 სექტემბერს კი სხირტლაძისა და კონსტანტინე კრომიადის ნახვას აპირებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 7 დეკემბერს იმართებოდა ოპერა „ნერონი“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ: კანშინი, ოლღა შულგინა, შვამბერგი, პოლიაევი, მოლჩანოვი და ლეონ ისეცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 8 დეკემბერს დილით იმართებოდა ოპერა „ჟიდოვკა“. შვამბერგის, მარკოვის, ისეცკის და მოლჩანოვის მონაწილეობით. საღამოს კი ოპერა „ლაკმე“ საბანეევას, ორდას და ზალიპსკის მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 10 დეკემბერს იმართებოდა ოპერა „აიდა“ ალეშკოს, კანშინის, ორდას და ისეცკის მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 11 დეკემბერს იმართებოდა ოპერა „გოფმანის ზღაპრები“ საბანეევას, ზალიპსკის და ნიკოლსკის მონაწილეობით.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წელს შალვა მაღლაკელიძე ცდილობდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძე სამუშაოდ მიუნხენში გადაეყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს გენერალ აბელ მაყაშვილის ჯარი შევიდა ახალციხეში, სადაც ადგილობრივები სიხარულით შეეგებნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში თბილისში მყოფმა თელავის მაზრის გენერალ-გუბერნატორმა მაღლაკელიძემ თელავიდან მიიღო შეტყობინება პოლკოვნიკი კაჭახიძისგან, რომ მათმა რაზმმა თელავიდან გაქცეული 5 ავაზაკი შეიპყრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი რწმუნებულისგან, კონსტანტინე ანდრონიკაშვილისგან დეპეშა მიიღო თელავიდან. ის იტყობინებოდა, რომ ყაჩაღთა და მათი აგენტების შეპყრობის საქმე კარგად მიმდინარეობდა, რისთვისაც თელავის მოსახლეობა მათი მადლიერი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბერს სომხეთის დიპლომატმა ჯამალიანმა წერილი გაუზავნა ბათუმში მყოფ მოკავშირეთა დელეგაციას. ჯამალიანი ქართველებს ატყობინებს, თუ როგორ ძარცვავენ ოსმალები მათ ოლქებს და მათგან დახმარებას ითხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 დეკემბერს ინგლისელ მენაღმეთა ესკადრის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც მან მადლობა გადაუხადა დ. თოფურიძეს იმ წესრიგის გამო, რაც მათ ქალაქებში დახვდათ.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის პირველ ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს საკუთარი მისამართი მისწერა: როტერჰუდერის ქუჩა N8.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე განიხილეს თუმანოვ-თარხანოვის შეკითხვა, რომელიც ეხებოდა გუბერნატორის გადაწყვეტილებას არაქართული ეროვნების ადამიანების საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შ. მიქელაძე და განაცხადა, რომ საქართველოს სამანდატო კომისიამ სომხეთის მიერ გამოგზავნილი 20 წევრიდან დაამტკიცა მხოლოდ 8 მანდატი, რადგამ მხოლოდ 8 შეიძლება ჩათვლილიყო საქართველოს ქვეშევრდომად.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 1-ლ ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიზაზე უარი მიიღო და პარიზში წასვლას ვერ ახერხებდა. იგი გეგმავდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნოე ცინცაძისთვისა და ევგენი გეგეჭკორისთვის მიეწერა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 დეკემბერს გერმანული პრესა რუსეთში მოკლულ გერმანელი ელჩის საკითხზე წერს, რომ რუსეთის მთავრობამ, რომელმაც ვერ შეძლო მირბახის მკვლელთა პოვნა, უეცრად აცხადებს, რომ ისინი დაისაჯნენ და 3 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს სამხედრო მინისტრმა როს-გაუნტერმა ბავარიის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს სხდომაზე მიუნხენში განაცხადა, რომ ეროვნული კრება მალე უნდა იქნეს მოწვეული და თითოეულმა ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის მისწერა, რომ მან მიიღო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის შეტყობინება ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანების მიერ სომხეთის გოხტანას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს თავის ბინაში თავი მოიკლა უმცროსმა მილიციონერმა პროკოფო სალარიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს ელისაბედის ქუჩაზე ეფარიანცისა და ასლანოვის სახლში შევიდა რამდენიმე შეიარღებული პიროვნება და გამოიტანეს 3000 მანეთის ძვირფასი ნივთები და ფული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში რედაქცია ქართველ საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა მძიმე ავადმყოფ მსახიობს, ვალერიან შალიკაშვილს, რომელსაც სოხუმში გამგზავრება ესაჭიროებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბერს სანგანიძე გაზეთ „სახალხო საქმეს“ სთხოვს, გამოაცხადონ, რომ მას დასაბეჭდად გამზადებული აქვს ცნობილი გერმანელი პროფესორის, პირსთორფის ლექცია „ქალთა შრომა და ქალთა საკითხის" შემოკლებული ვერსია.