რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს, მის ადგილზე კი, გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
ახალციხის დატოვების ბრალდებით გიორგი მაზნიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და 1919 წლის მარტიდან 1920 წლის ნოემბრამდე პერიოდში იგი სამხედრო საქმიანობას ჩამოაშორეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც გიორგი მაზნიაშვილი ახალციხის დატოვების ბრალდების ყველა პუნქტში გაამართლეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გიორგი მაზნიაშვილი სოღანლუღის ფრონტის სარდლად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის დაჯგუფებამ წარმატებით მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე და გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 მარტს თურქმა ქემალისტებმა ბათუმი დაიკავეს. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით 18-19 მარტს გამართულ ბრძოლებში ქართულმა მხარემ დიდ სამხედრო წარმატებას მიაღწია. თურქმა ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს, ბათუმი და ბათუმის ოლქი კი, კვლავ დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტიდან გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა ქართული წითელი შენაერთის ფორმირებაში. იგი ჯერ საბჭოთა საქართველოს წითელი ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო შემდეგ – რესპუბლიკის ჯარების მთავარ სამხედრო ინსპექტორად დაინიშნა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 6 სექტემბერს გიორგი მაზნიაშვილი დააპარიმრეს, მაგრამ ამნისტიის ძალით მალევე გაათავისუფლეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის” საქმესთან დაკავშირებით დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, ბათუმისა და აჭარის გათავისუფლებაში მონაწილეობის გამო სასჯელი მალევე გააუქმეს და საზღვარგარეთ გადაასახლეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ირანის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო გიორგი მაზნიაშვილმა ევროპაში გამგზავრება და ქართველ ემიგრანტთა დიდ ჯგუფთან შეერთება გადაწყვიტა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წელს გიორგი მაზნიაშვილს დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ 500 ფრანკის ოდენობის პენსია გამოუყო.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925-1937 წლები გიორგი მაზნიაშვილმა მშობლიურ სოფელ სასირეთში გაატარა ოჯახთან ერთად.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925-1937 წლებში გიორგი მაზნიაშვილი მდინარე მტკვარზე ბორანის გადებაში, სოფელში სასმელი წყლის გაყვანასა და სკოლის მშენებლობაში მონაწილეობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1917 წლის 5 აგვისტოს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა სტანისლავის IV, III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1916 წელს წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვრით დააჯილდოვეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გიორგი მაზნიაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის „ოქროს იარაღით” დააჯილდოვეს.
2013
ტიპი: ღონისძიება
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2008
ტიპი: ღონისძიება
2008 წლის 16 აპრილს ქართულ არმიაში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი „გენერალი მაზნიაშვილი" დაწესდა.

