საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91137

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან გიორგი წულუკიძე ჯარში მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 წლებში გიორგი წულუკიძე კავკასიის მე-4 მსროლელ პოლკში მსახურობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 6 დეკემბერს გიორგი წულუკიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისას გიორგი წულუკიძე დაიჭრა, მაგრამ მაინც დარჩა ჯარში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 წლებში გიორგი წულუკიძე კავკასიის მე-11 მსროლელ პოლკს მეთაურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 აგვისტოს გიორგი წულუკიძე 174-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში გიორგი წულუკიძე ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, გიორგი წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად და იქ მყოფი ქართული სამხედრო გარნიზონის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალასთან. წულუკიძე იძულებული გახდა უკან დაეხია და დაეტოვებინა ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა. დეკემბრის ბოლოს იგი თავისი შენაერთის ნარჩენებთან ერთად შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძე ბოლშევიკებთან კოოპერაციაში არ შესულა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი წულუკიძე დააპატიმრა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის თებერვალში ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წულუკიძე საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი წულუკიძე 1917 წლის 15 იანვარს წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1906 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1913 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1910 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1916 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1917 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ციციშვილმა დაწყებითი განათლება მიიღო გიმნაზიაში.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ივანე ციციშვილმა დაასრულა იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი.