საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91137

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ივანე ციციშვილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 ივლისს ივანე ციციშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე ივანე ციციშვილი ციმბირის 45-ე მსროლელი პოლკის მეთაურად მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში ივანე ციციშვილი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სომხეთთან ომის დროს, 1918 წლის დეკემბერში ივანე ციციშვილი სამხედრო შენაერთებს მეთაურობდა ბორჩალოს მაზრის ვორონცოვკის მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალასთან ბრძოლაში მძიმედ დამარცხდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ქართულ არმიაში ივანე ციციშვილის სამხედრო კარიერის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

1936

ტიპი: გარდაცვალება

ივანე ციციშვილი გარდაიცვალა 1936 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1916 წლის 26 აგვისტოს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1917 წლის 21 ნოემბერს წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1906 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ივანე ციციშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1916 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ტარას ვაშაკიძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც იგი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა.

1914

ტიპი: სახელი

1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარში, სარიყამიშის ოპერაციის დროს, ტარას ვაშაკიძემ „შაითან კაპიტნის“ მეტსახელი მოიპოვა.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ტარას ვაშაკიძე დაიბადა 1876 წლის 7 ივნისს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ გუბში.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს ტარას ვაშაკიძემ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს ტარას ვაშაკიძემ თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ტარას ვაშაკიძეს პროპორშჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ტარას ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.