საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში მთავრობისგან გარანტია მინიჭებული თანხა 3919 მანეთი და 4 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სახელმწიფო განყოფილების ანგარიშზე 68 179 მანეთი და 59 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკმა საწევრო თანხა 30 მანეთი შეიტანა თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში თბილისის კომერციის ანგარიშზე 457 მანეთი და 53 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის, კერძოდ, სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 42 328 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით 625 მანეთი და 67 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში მთავრობისგან გარანტია მიუნიჭებელი თანხის სახით 300 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქუთაისში არსებული მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის სარგებელი მოკლევადიანი სესხიდან 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის 4343 მანეთი და 89 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მამასახლისები კანონით აკრძალვის მიუხედავად ფიზიკურად უსწორდებოდნენ გლეხებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავის მაზრის მამასახლისმა მათრახით სცემა ერთი ღარიბი გლეხი, რომელსაც ჯარში წასასვლელად თოფი არ ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც ჯარის შესაკრებად ხალხს ითხოვდა მთავრობა, თელავის მაზრის მამასახლისი უმეტესად იმ კაცებს გზავნიდა, რომლების ჯავრიც სჭირდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 12 ივლისს დიდოელებისა და კახელების დაპირისპირების დროს გარდაიცვალა სიღნაღის დაჯგუფების ოფიცერი კოტე ჩერქეზიშვილი.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 12 ივლისს დიდოელებისა და კახელების დაპირისპირების დროს მოკლეს სიკო ჯორჯაძე.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 12 ივლისს ზე­მო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი ეგნატე სიმონის ძე ნასრაძე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ქობულეთის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ისაია ტერ-დავითოვს გორის დეპუტატებმა მოტყუებით გამოართვეს 400 მანეთი ვითომდა ქალაქის გასანათებლად, სამაგიეროდ კი სახლების თავის ნებაზე აშენების უფლება დართეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს არტილერიის პოდპოლკოვნიკი შარვაშიძე ზარბაზნების გამოყენებით შეეცადა აეღო ასახოს ციხესიმაგრე, თუმცა უშედეგოდ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ქართველებისა და რუსების ჯარი დაუპირისპირდა ასახოში მცხოვრებ დიდოელებს, რადგან მათ დამორჩილებაზე უარი განაცხადეს. დაპირისპირების დროს უამრავი დიდოელი დაიღუპა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ჯარი გაემგზავრა ასახოსაკენ დიდოელების დასამორჩილებლად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია ლივანასა და კლარჯეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა სამართლის წიგნი „სამსჯავრო წესდებანი 20 ნოემბრის 1864 წლისა“ ქართულ ენაზე, თარგმნილი ნიკოლოზ სიმონის ძე გამრეკელოვის მიერ.