საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91513

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ აბელ მაყაშვილის ვაჟები, გაბრიელი და ნიკოლოზი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი ქართული სამხედრო საავიაციო რაზმის უფროსი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 აგვისტოს ნიკოლოზ მაყაშვილი საფრენი აპარატის გაუმართაობის გამო ერთ-ერთი საწვრთნელი გაფრენის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

1947

ტიპი: გარდაცვალება

1947 წელს გიორგი ერისთავი გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიე-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს გიორგი ერისთავი იყო ქართული ჯარების გენერალი.

1921

ტიპი: ღონისძიება

ივანე ყაზბეგს მისი მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა 1921 წელს ემიგრაციაში არ გაჰყოლია.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში გიორგი ფურცელაძემ განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში გიორგი ფურცელაძემ ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს გიორგი ფურცელაძემ ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია დაასრულა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან გიორგი ფურცელაძე ლორეს 208-ე ქვეით პოლკში მსახურობდა ბატალიონის მეთაურად.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 6 დეკემბერს გიორგი ფურცელაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისიდან გიორგი ფურცელაძე დროებით მეთაურობდა 208-ე ქვეით პოლკს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 15 თებერვალს, გიორგის სტატუტის 49 და 54 მუხლების საფუძველზე, გიორგი ფურცელაძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 17 მარტს გიორგი ფურცელაძე შირვანის 84-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გიორგი ფურცელაძე საქართველოში დაბრუნდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან გიორგი ფურცელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს გიორგი ფურცელაძე ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი ფურცელაძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადების პერიოდში გიორგი ფურცელაძე „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს მეთაურობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გიორგი ფურცელაძე დააპატიმრა.