საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წლიდან სოლომონ ხუციშვილს ჰქონდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა მამია ასათიანის ნოველა „შიშველი ხმალი”.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა გიორგი ქავთარაძის წიგნი „ჯარისკაცის ჩანაწერები”.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 4 აპრილს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ ლადო ციბაძეს მეუღლე გარდაეცვალა და სამძიმრის წერილი მიეწერა.

1964

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1964 წლის 6 მაისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1964

ტიპი: გარდაცვალება

ვიქტორ გაბესკირია გარდაიცვალა 1964 წლის 27 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ცნობით დაადასტურა, რომ ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ამავე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს სსრ რესპუბლიკის მნიშვნელობის პესონალური პენსიონერი იქნებოდა. მისი პენსია განისაზღვრა 80 მანეთით.

1964

ტიპი: თანამდებობა

1964 წლის ნოემბერში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეტრეველი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1964

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ ითხოვა მოწმობით დადასტურება, რომ 1964 წლის პირველი ნოემბრიდან არ მუშაობდა და მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა.

1964

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1964 წლის პირველი ნოემბრიდან ქრისტინე შარაშიძეს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების დამნიშვნელი კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია, 80 მანეთი დაენიშნა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 30 ნოემბერს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილის მისამართი გაიგო და რამდენიმე წლის შემდეგ მასთან კავშირი აღადგინა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 30 ნოემბერს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მადლობის წერილი გაუგზავნა გრიგოლ ფერაძესა და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე მიწოდებული ცნობებისათვის.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს – თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა და ახალი წელი მიულოცა.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წლის ოქტომბერში გიორგი შარაშიძემ საუნივერსიტეტო კურსის შესავალი ლექცია წაიკითხა, რასაც იმდენად მაღალი შეფასება მოჰყვა, რომ მას წლიური ლექციების საათების რაოდენობა გაუორმაგეს.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „შაითან-ხიხო”.

1965

ტიპი: თანამდებობა

1965-1967 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე იყო საბავშვო წიგნის სახლის დირექტორი.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ჩემო კარგო ქვეყანავ”.

1965

ტიპი: თანამდებობა

1965-1991 წლებში მარიამ ბარათაშვილი იყო ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორი.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წელს აკაკი გაწერელიას მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული წოდება.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წელს საქართველოში ყოფნისას მიხეილ კვალიაშვილმა გიორგი ჩიმაკაძე გაიცნო.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წელს სამშობლოში ყოფნისას მაია კვალიაშვილი სადისერტაციო მასალებს აგროვებდა საქართველოს ეთნოგრაფიის შესახებ.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ქალიშვილთან, მაიკოსთან, ერთად 1-ელ აგვისტოს სამი თვით საქართველოში მოდიოდა.