საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას შესანახად მიაბარეს 200 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ივნისისა და ივლისის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ დიასამიძე რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ესტატე ბუზიაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოსე მღებრიშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ კლიმიევი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გოგია კავლელაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გლახა ბეჟანაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე კლიმიევი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი მამაცოვი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია ფშავში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით, მოსწავლეებს სიშორის, ცუდი ამინდებისა და გზების გამო ძალიან უჭირდათ სკოლაში სიარული, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც კვირიდან კვირამდე სკოლაში რჩებოდნენ ცუდ პირობებში ყოფნა უწევდათ, თუმცა მზად იყვნენ სწავლის გამო შეგუებოდნენ ამ გარემოს. ამის მიუხედავად, ისინი შესაბამის განათლებასაც ვერ იღებდნენ იქ მომუშავე პედაგოგებისგან.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დროზდოვი თელავის მმართველის თანაშემწე იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია სურამში არსებული მდგომარეობის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია საგარეჯოზე, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა – კევრი, რამაც მოსახლეობას მიწაზე მუშაობა გაუადვილა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია კახეთში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით კახეთში საკმაოდ ბევრი სკოლა დაარსდა რაც მოსახლეობისთვის სასიხარულო ფაქტი იყო, თუმცა სკოლებში მუშაობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც შესაბამის განათლებას ვერ მისცემდნენ მოსწავლეებს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ნაფარეულში ლეკები თავს დაესხნენ ა. ჯორჯაძის საქონელს და 130 სული კამეჩი და ძროხა მოიპარეს.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის პირველ ოქტომბერს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი დიმიტრი სვიმონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 ოქტომბერს თბილისელებმა გაიგეს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა მუხთარ-ფაშას დამარცხება მოახერხეს და ამის აღსანიშნავად დიდი ზარ-ზეიმი გამართეს. მოსახლეობას სიტყვით მიმართა გრიგოლ ორბელიანმა და მიულოცა ოსმალებზე გამარჯვება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 ოქტომბერს ჯარის უფროსმა ს. ორბელიანმა თელავის მოსახლეობას დეპეშით აუწყა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ყარსიდან მუხთარ-ფაშას მხედრობა განდევნეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხ ზ. როსტიაშვილის თხოვნა საგარეჯოდან, რომ მიექციათ ყურადღება იქ მომუშავე მთავრობის პირებისთვის, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ და მოსახლეობისთვის დასარიგებელ პურს საწყობში ალპობდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი.-ს სტატია თბილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღები გამოცდების შესახებ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხაილის აზნაურობის ბანკის განცხადება, რომ გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე მამულები, რომელთა მფლობელები იყვნენ: ნიკოლოზ ანტონის ძე ფირალოვი და ელისაბედ სვიმონის ასული ჩარექოვი. ასევე გაიყიდებოდა სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე მამულები.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ოქტომბერს თელავში პარაკლისი გადაიხადეს მუხთარ-ფაშაზე გამარჯვების აღსანიშნავად. პარაკლისს ესწრებოდნენ თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვი, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე და ადგილობრივი ჯარის უფროსი მაჭავარიანი.