საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92332

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მ. ი. ჟუკოვსკისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი მოსამსახურე ი. გ. გურსკი და მისი 14 წლის ვაჟი დააკავეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 მარტს სახაზინო თეატრში ნ. ი. აბრამოვიჩი წაიკითხავდა ლექციას „ ქალი ლიტერატურაში და ცხოვრებაში“.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოდესის საოლქო სასამართლოში ავადმყოფობის ხელოვნურად გავრცელების ბრალდებით ო. სინაურიძის, ა. ვასაძის, პ. და გ. მეტრეველების, მ. მოსიაშვილის, დ. კახიაშვილისა და ხ. ბეჩუაშვილის საქმე განიხილებოდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 20 მარტს არტილერიის საწყობთან დარაჯმა ნიკ. აკ. ტვარჩენკომ თავი მოიკლა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედის მცხოვრები, ძებნილი მიხ. ვანიძე პოლიციაში გამოცხადდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა „თეატრი და ცხოვრების“ ახალი, მე-12 ნომერი, რომელშიც ვლ. ალექსი-მესხიშვილის, თამარ გოგოლაშვილის, ივანე გომართელისა და სხვათა სიტყვები დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ გრ. კალანდაძის უდროოდ გარდაცვალების გამო ნოე მამალაძემ, კალე ჯანბერიძემ და მირ. ჯაშმა სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნეს.