საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81710

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ი. ფორაქაშვილი იუწყება, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს საზოგადოება „კახეთმა“ 20000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 მარტიდან ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებლად პელაგეა ლევის ასული დოლგოვა-დობორჯგინიძისა დაინიშნა. ცნობას ხელს აწერს სერგი იოსების ძე დანელია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 (20) აპრილს მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნეს ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი N278.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 14 ოქტომბრის მინაწერ N10773-ის პასუხად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას სამსახურის შესახებ თხოვნა და განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი N119) გაუგზავნა. ასევე სთხოვა იგი რუსული ენის მასწავლებლად დაენიშნა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სამსახურში დაბრუნებამდე დროებით დაეშვათ დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა. ჭელიშვილმა სამინისტროს ალიხანოვას სამსახურის შესახებ თხოვნაც გაუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმობელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სასმსახურში დაბრუნებამდე დროებით დაუშვეს დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს  გიმნაზიის საოჯახო კომიტეტის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სთხოვა ნება დაერთო მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის სპეციალური თანხიდან თვიურად 628 მანეთი და 33 კაპიკი მიეცა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვალი დარანწურაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ა. აბაშიძე პასუხობს კითხვას, თუ როგორ მზადდება გოგირდის პატრუქები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან კიწიის უმაღლესი გამგის თანამდებობის აღმასრულებლად გედეონ ივანეს ძე ხუხუნი დამტკიცდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა მიხეილ შალამბერიძის სტატია „სოკრატეს სიტყვა ღვინის შესახებ“.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს კიწიის სასწავლებლის პედაგოგის, პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიას თვიური ანაზღაურება 1200 მანეთი იყო.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიამ თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი დაამთავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა წერილი სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების სახით გიმნაზიის სახსრებიდან ოთხი ათასი მანეთის გამოწერას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასწავლებელთა მთავარგამგემ თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს ნება დართო, გიმნაზიის სახსრებიდან ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების ოთხი ათასი მანეთი გამოეწერა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს სასწავლებელთა დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ნებას რთავდა ხსენებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლის თანაშემწე ე. ა. გამრეკლისთვის თვიურ ჯამაგირად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 600 მანეთი დაენიშნა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვალერიან გამყრელიძემ თბილისის რვაკლასიანი ქართული სათავად-აზნაურო გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ვალერიან გამყრელიძემ სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად გასაგზავნ ახალგაზრდათა ჯგუფში შეყვანას სთხოვდა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.