საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92520

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ ესაძემ გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა”, „ტრაპეზუნდის აღება”, „დაპყრობილი თურქული ქალაქები”.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც ერზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1918 წლებში სიმონ ესაძემ გადასაღები აპარატი გამოყო კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

სიმონ ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში, როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1918 წელს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ ესაძე გარდაიცვალა 1927 წელს, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლამდე სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხებს. თავის კვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლამდე სიმონ ესაძეს ჰქონდა აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო კვლევები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სიმონ ესაძემ განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილობრივი ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათასამდე საქმე.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში სიმონ ესაძის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ილია ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ზაქარიაძე დაიბადა 1884 წლის 4 თებერვალს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვედა სიმონეთში.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ალექსანდრე ზაქარიაძემ განათლება მიიღო ქუთაისის საქალაქო 6-კლასიან სასწავლებელში.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაშვილი თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში და მსახურობდა სამარის 147-ე ქვეით და თბილისის გრენადერთა პოლკებში.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ალექსანდრე ზაქარიაძემ გენერალური შტაბის აკადემია დაასრულა I თანრიგით.

1915

ტიპი: თანამდებობა

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1915 წლის 3 მარტს, ალექსანდრე ზაქარიაძე კაზაკთა მე-3 კავკასიური დივიზიის შტაბის ადიუტანტად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 13 დეკემბრიდან ალექსანდრე ზაქარიაძე 27-ე საარმიო კორპუსის შტაბის ობერ-ოფიცრად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ზაქარიაძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 18 თებერვლიდან დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით ალექსანდრე ზაქარიაძე ლიტვის მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ბოლოს ალექსანდრე ზაქარიაძე თბილისში ჩამოვიდა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის უფროსი იყო.