რეგისტრირებული ფაქტები92520
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის განმავლობაში ალექსანდრე ზაქარიაძე იყო ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საველე არმიის შტაბის უფროსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საერთო, შემდეგ კი, ოპერატიული სექციის უფროსი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე კითხულობდა ლექციათა კურსს თბილისის სამხედრო სკოლაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე ზაქარიაძე მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომის საწყის ფაზაში, 1918 წლის ოქტომბრის თვეში განვითარებული მოვლენების და სამხედრო მოქმედებების ოპერატიული ანალიზის თვალსაზრისით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა, სადაც მან ამ თანამდებობაზე გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი შეცვალა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919-1921 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე იყო საქართველოს სამხედრო საბჭოსა და რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებთან და სხვა ქართველ გენერლებთან ერთად ალექსანდრე ზაქარიაძემაც დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაძე უმაღლესი სამხედრო სკოლის უფროსის განკარგულებაში იმყოფებოდა.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაძე კითხულობდა ლექციათა კურსს პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის შემდეგაც, ემიგრაციაში ყოფნის დროს, ალექსანდრე ზაქარიაძე ინარჩუნებდა ქართული არმიის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობას.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს, გერმანელებთან ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძე ჩავარდა ტყვედ, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს.
1939
ტიპი: ნასამართლეობა
1939 წელს ალექსანდრე ზაქარიაძის საქმე სასამართლომ განიხილა, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს აეკრძალა ქალაქ ვარშავის დატოვება და იმყოფებოდა კომენდატურის და გესტაპოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ.

