რეგისტრირებული ფაქტები92889
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
ივანე ჯაფარიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი ქართველი გენერლის მსგავსად დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ივანე ჯაფარიძე ჯერ იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ ქართველ ემიგრანტებთან ერთად გადავიდა საფრანგეთში და საცხოვრებლად დაფუძნდა პარიზში.
1934
ტიპი: გარდაცვალება
ივანე ჯაფარიძე გარდაიცვალა 1934 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილმა გააგრძელა სამხედრო სამსახური ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის ოფიცრად.
1914
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე ქონიაშვილმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1914 წელს, არზრუმის აღების ოპერაციის დროს, სადაც ერთ-ერთი პირველი შევიდა ქალაქში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 6 მარტს ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და სიმამაცისთვის ალექსანდრე ქონიაშვილს პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გადასცა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის დოკუმენტურ კინოქრონიკებში, სადაც ქალაქ არზრუმის აღებაა ასახული და წარმოდგენილია ნაალაფარი ოსმალური საბრძოლო დროშების კადრები, ალექსანდრე ქონიაშვილი მთავარ ფიგურას წარმოადგენს.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, ალექსანდრე ქონიაშვილი ქართული არმიის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ქონიაშვილი ბორჩალოს მაზრაში ოსმალური აგრესიის აღკვეთაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ქონიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა დუშეთის მაზრაში რუსული ბოლშევიკური აგრესიის მოგერიებაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ზაფხულში იყო სახალხო გვარდიული რაზმების საჯარისო უფროსი სამეგრელოში.

