რეგისტრირებული ფაქტები92889
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბრიდან ალექსანდრე ქონიაშვილი გენერალ მაზნიაშვილის მაგივრად დაინიშნა შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დასაწყისში ალექსანდრე ქონიაშვილი გენერალი დენიკინის მოხალისეთა არმიის შენაერთებთან ბრძოლაში დამარცხდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დასაწყისში, გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის შენაერთებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ალექსანდრე ქონიაშვილი შტაბთან ერთად ჩავარდა ტყვედ, თუმცა, მალევე გათავისუფლდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე ქონიაშვილი 1920 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში დაწყებული რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული აგრესიისა და აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის ზაფხულში ალექსანდრე ქონიაშვილი ერთ-ერთი ოპერატიული მიმართულების მეთაური იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ალექსანდრე ქონიაშვილმა დატოვა სამშობლო და მთავრობის წევრებთან და სხვა ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად წავიდა ემიგრაციაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს დატოვების შემდეგ, ალექსანდრე ქონიაშვილი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილი ვარშავის არმიის დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1939
ტიპი: ღონისძიება
პოლონეთის მარცხისა და გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, 1939 წლის ბოლოდან ალექსანდრე ქონიაშვილმა დატოვა პოლონეთი და წავიდა იტალიაში.
1945
ტიპი: ღონისძიება
II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ქონიაშვილმა დატოვა იტალია და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.
1951
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ქონიაშვილი გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს-აირესში. დაკრძალულია იქვე.
1905
ტიპი: ღონისძიება
ასლან-ბეგ აბაშიძე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ორგანიზებულ 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
ასლან-ბეგ აბაშიძემ თავი გამოიჩინა 1905 წლის ბათუმის შეტაკებებში მონაწილეობისას.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 1908 წელს ასლან-ბეგ აბაშიძე დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის დეკემბერში გადასახლებიდან გაქცევის შემდეგ მოსალოდნელი რეპრესიების გამო ასლან-ბეგ აბაშიძე იძულებული გახდა ოსმალეთში გადასულიყო.

